კონტენტის და ედვერთაიზინგის მნიშვნელობა

მხოლოდ ტელეფონითაც კი შეგიძლია პირადი ბრენდი ან ბიზნესი შექმნა. ამისთვის დიდი მარკეტინგის გუნდი აუცილებელი არაა. მას შემდეგ რაც უკვე გაქვს იდეა, მისი მარკეტინგული შეფუთვისთვის რამდენიმე უნარის განვითარება გჭირდება.
სოციალური მედიის მართვა დიდი ხანია მხოლოდ სპეციალობა აღარ არის. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება მეტი იცოდეს, როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და პროფესიონალიზმი. სიცხადისთვის მოგიყვებით რამდენიმე მიზეზს თუ რატომ უნდა ისწავლო სოციალური მედიის მართვა
1. წარმოაჩინო თავი სოციალურ ქსელებში
ზოგჯერ, ის ადამიანები უფრო პროფესიონალები ჩანან, ვინც ბევრს საუბრობენ საკუთარ საქმიანობაზე. ვიდრე ისინი ვინც ბევრს მუშაობენ, მაგრამ არ ცდილობენ საკუთარი თავის პოპულარიზაციას.
რასაც არ უნდა აკეთებდე, დღეს წარმატება და ცნობადობა ძალიან ელინკება ერთმანეთს. ცნობადობას კი ლოგიკურია, შემოსავლის ზრდა მოყვება. შენ რომ კარგი სპეციალისტი ხარ არავინ იცის ჩაკეტილი სამუშაო ბაბლის გარდა, თუ არ გყავს საკმარისი კონტაქტები და არ გამოხატავ თავს სხვადასხვა სივრცეში.
რამდენჯერ გიფიქრია, მეტად წარმოგეჩინა თავი? თუმცა სოციალური ქსელების გამოყენება გარკვეულ ბარიერებსაც იწვევს, შიშსაც. თუ გეცოდინება როგორ გააკეთო, ისე რომ შედეგი მიიღო მხოლოდ მოქმედებაღა დაგრჩება.
2. შექმნა პირადი ბრენდი და დიდ აუდიტორიას მოუყვე რას საქმიანობ
სოციალური ქსელების მრავალფეროვნებამ და ინდივიდუალიზმის ზრდამ მოიტანა ისიც, რომ ადამიანები იქცნენ ბრენდებად, დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე რას ვაკეთებთ კარგად, რა სერვისს ვყიდით ან რა პროდუქტს ვქმნით. დღევანდელ კონკურენტურანიან გარემოში თავის პროფესიონალად პოზიციონირებაც ყველას გვჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს, კარიერის განვითარებისთვის გინდა, სტილთან ან გართობასთან დაკავშირებული ბრენდი გაქვს თუ იუმორთან. შენთვის მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ შექმნა მიზნისთვის საჭირო სტრატეგია, მასზე დაყრდნობით კონტენტი და შემდეგ მიწვდე უკვე შესაბამის აუდიტორიას, გაზარდო შენი გამომწერების და მომხმარებლების რიცხვი.
3. აღმოაჩინო შენი მრავალმხრივი ციფრული შესაძლებლობები
მე რომ უნივერსიტეტის პარალელურად ციფრული პროფესიების მიმართულებით დავიწყე მუშაობა და აქაც რამდენიმე სფეროს შევეხე, სულ მეუბნებოდნენ შეეშვი და მხოლოდ 1 რამე აკეთეო. ვეთანხმები იმას, რომ ერთი პროფესია უნდა იყოს მთავარი და წამყვანი, მაგრამ დღეს წარმატებისთვის საკმარისი არაა, გჭირდება განსხვავებული უნარების გამომუშავება, რომ საკუთარი ინტელექტუალური რესურსების რეალიზება ეფექტურად მოახერხო.
რა პროფესიისაც არ უნდა იყო, ციფრული უნარების განვითარება კიდევ უკეთეს სპეციალისტად გაქცევს.
4. განივითარო სტრატეგიული აზროვნება. რასაც ნებისმიერ სფეროში გამოიყენებ პირადი თუ კორპორატიული მიზნებით
სოციალური მედიის მართვისას ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული აზროვნების უნარია. სტრატეგიის გარეშე მუშაობა, საქმის ბრმად კეთებას გავს, ვერც გეგმავ და ვერც შედეგს აანალიზებ. კურსის განმავლობაში დიდი დრო ეთმობა სტრატეგიების განხილვას და თითოეული პროექტის ფართო მასშტაბში დანახვას.
5. გაიგო რა უნდა გაითვალისწინო ბრენდზე მუშაობისას და შექმნა ვიზუალური იდენტობა
მას შემდეგ რაც სტრატეგია უკვე გაქვს, გჭირდება შენი იდეა ვიზუალურად გადმოსცე. ამისთვის სულაც არაა საჭირო პროფესიონალი დიზაინერი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია კარგად ფლობდე კვლევის უნარებს და ხედავდე შენი საქმიანობის მნიშვნელობას. ვიზუალური იდენტობა ფაქტიურად ქმნის კალაპოტს, რომელსაც შემდეგ მუდმივად მიყვები.
6. ისწავლო როგორ იმუშაო დიზაინზე სოციალური მედიისთვის, იყო მარტივი და მრავალმხრივი
ხშირად დიზაინი მხოლოდ ლამაზ ნახატთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ბიზნესის ვიზუალური გამოხატვა კიდევ უფრო გაახლოვებს აუდიტორიასთან, გეხმარება უფრო სწრაფად მიიქციო მომხმარებლის ყურადღება და დაამახსოვრო თავი. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ხელსაწყოს გამოიყენებ, მთავარია მიყვე ვიზუალურ სტილს და დიზაინი თანამედროვე ტენდენციებს შეესაბამებოდეს.
7. გააკეთო დასამახსოვრებელი რილები და გახადო შენი კონტენტი უფრო ცოცხალი
ვიდეოკონტენტი მძლავრი იარაღია მარკეტინგული ზრდისთვის, თუმცა მნიშვენლოვანია შეგეძლოს ხარისხიანი კადრების გადაღება და გამოყენება. გარდა ამისა, მხოლოდ კარგი ტელეფონი ან კარგი გადაღების უნარიც არ კმარა, დაგეგმვის ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვანია და ის შინაარსი რაც ლოგიკურად გაყვება შენი კონტენტის ხაზს. შესაბამისად, აუცილებელია შეგეძლოს ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და შემდეგ რეალობად ქცევა.
8. გაიგო ედვერთაიზინგის მნიშვნელობა
მხოლოდ კონტენტი საკმარისი არაა, შემდეგი ეტაპია მიწვდე შესაბამის აუდიტორიას. რეკლამის ხელსაწყოები უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. რაც არ უნდა კარგი პროდუქტი გქონდეს და კონტენტიც ხარისხიანი შექმნა, თუ რეკლამას არასწორად გაუშვებ შენი შრომაც დაიკარგება და დახარჯული ბიუჯეტიც უმიზნო იქნება.
9. მოიმზადო საფუძველი ციფრული პროფესიებისთვის
დიზაინის, მარკეტინგის ან სხვა პროფესიების სწავლას როცა იწყებენ ხშირად საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა რას მოიცავს სპეციალობა. შესაბამისად კურსიდან წაღებული შედეგი მინიმალურია. ზოგჯერ კურსის ბოლოს ხვდებიან რას სწავლობდნენ მთელი პერიოდი. ან ეშინიათ რომ ვერასოდეს შეძლებენ გამოყენებას, ყველაფერი ახალი იყო და არც ისეთი მარტივი როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
სოციალური მედიის კურსი რამდენიმე პროფესიას მოიცავს, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგება. გარდა ამისა, გაერკვევი რა ხდება ციფრულ სამყაროში და უფრო ადვილად შეძლებ გადაწყვეტილების მიღებას თუ რა მიმართულებით გაიღრმავო ცოდნა.
10. და ბოლოს აღმოაჩინო შენი თავი და დაიწყო იმ იდეების რეალიზება რომელიც დიდი ხანია თაროზე გაქვს შემოდებული
რამდენი იდეა გაქვს, რომლის განხორციელებასაც აპირებ, მაგრამ განხორციელების ნაცვლად ახალ-ახალი იდეები გემატება. იდეების მენეჯმენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, და როცა უკვე გექნება უნარები და რესურები იდეების რეალობად ქცევისთვის, ისღა დაგრჩება იმოქმედო და იდეებთან ერთად საკუთარი თავის რეალიზება დაიწყო. არაფერი შეედრება შეგრძნებას, როცა ხელშესახები ხდება ის, რაზეც დიდი ხანი ფიქრობდი <3
ამ ყველაფერს კი სულ რაღაც 1 თვეში შეძლებ.
დარეგისტრირდი სოციალური მედიის კურსზე ბლუბერდს აკადემიაში, გაიღრმავე ცოდნა და კურსის დასრულების შემდეგ მიიღე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გარდა ამისა, გაივლი 1 თვიან სტაჟირებას და მენტორშიპის პროგრამაში ჩაერთვები. სადაც უამრავ საინტერესო იდეაზე იმუშავებ და საინტერესო კონტაქტებსაც შეიძენ. რეგისტრაციისთვის მიყევი ლინკს: https://academy.bluebirds.ge/social-media/