სოციალური მედია დღეს უკვე შეუცვლელი ინსტრუმენტია ბიზნესისთვის. ბევრი კომპანია და მარკეტერი კი მარტივ შეცდომებს უშვებს, რადგან სხვადასხვა მითის ან სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ექცევიან. სტატიაში იმ 5 ყველაზე გავრცელებულ მითზე მოგიყვებით, რომლებიც გაყიდვებს და ზრდას უშლის ხელს.

მითი 1: რეკლამას ჩავუშვებ და გაყიდვები ეგრევე დაიწყება
ბევრი ფიქრობს, რომ სოც. მედიაში რეკლამა = დაუყოვნებლივ გაყიდვებს.
სინამდვილეში, მომხმარებელს სჭირდება დრო, რომ გაგიცნოს, გენდოს და საბოლოოდ მიიღოს ყიდვის გადაწყვეტილება.
რეალობა: რეკლამა მუშაობს ყველაზე კარგად მაშინ, როცა გვერდზე უკვე არსებობს ხარისხიანი კონტენტი, აუდიტორიას აქვს ნდობა და კამპანია სწორად არის აგებული (Sales Funnel სტრატეგია).
მითი 2: მთავარია ხშირად პოსტო, კონტენტი გადამწყვეტი არაა
ბევრი კონტენტის ქონა არასოდესაა გამოსავალი, მთავარია შენს ხელში არსებულ რესურსებს სწორად მართავდე და თანმიმდევრული იყო კომუნიკაციაში. დღეს აუდიტორია უფრო დახვეწილია. ისინი ინტერესს მხოლოდ იმ ბრენდების მიმართ იჩენენ, რომლებიც მათთვის ფასეულ ინფორმაციას ან ინსპირაციას სთავაზობენ.
რეალობა: ხარისხიანი, საინტერესო და აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი ბევრად ეფექტურია, ვიდრე ყოველდღიურად ჩასმული „ავტომატური“ პოსტები. ამიტომ სტრატეგიაზე მუშაობისას ფრთხილად უნდა შეარჩიო ხარისხიანი კონტენტის იდეები, რომელიც ბიზნესის მიზნებს შეესაბამება.
მითი 3: ყველა პლატფორმაზე უნდა ვიყო
ძირითადად კომპანიები ფიქრობენ, რომ რაც მეტ პლატფორმაზე იქნებიან, მით უკეთესი შედეგი ექნებათ. სინამდვილეში კი ფოკუსის განაწილება ზედაპირულს ხდის პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციას.
რეალობა: გააანალიზე, სად არის შენი სამიზნე აუდიტორია და იქ გააკეთე მაქსიმალური ფოკუსი. ერთი ან ორი ძლიერი არხი ხშირად ბევრად ეფექტურია, ვიდრე რამდენიმე „უსიცოცხლო“ პროფილის ან აუდიტორიასთან აცდენილი კონტენტის ქონა.
როდესაც ერთ არხს დაასტაბილურებ, შემდეგ გადადი მეორე არხის განვითარებაზე. ასე რესურსსაც დაზოგავ, ფოკუსსაც და შედეგიც ბევრად სწრაფად დადგება.
მითი 4: თუ მეტს დავხარჯავ რეკლამაში უკეთესი შედეგი მექნება
მხოლოდ ბიუჯეტის ზრდა შედეგს ვერ მოიტანს. რეკლამა მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ძირითადი მესიჯი, სამიზნე აუდიტორია და შეთავაზება სინქრონულად მოქმედებს. ეს ყველაფერი კი ბრენდის იმიჯს შეესაბამება.
რეალობა: საუკეთესო ROI-ს იმავე ბიუჯეტით შეიძლება მიაღწიო, თუ სწორად არჩევ აუდიტორიას, ქმნი ხარისხიან კონტენტს და აქტიურად აანალიზებ შედეგებს. და არ დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ რეკლამა არასოდესაა საკმარისი, თუ ბიზნესი მთლიან პროცესებს არ ალაგებს. საუკეთესო შედეგის მიღწევას კი დრო, მოთმინება და მიზანმიმართული ქმედება სჭირდება.
მითი 5: სოც მედია ადვილია და ყველას შეუძლია აკეთოს
ბევრს ჰგონია, რომ „ფეისბუქზე პოსტის დადება და ინსტაგრამზე ფოტოების ატვირთვა“ საკმარისია. სინამდვილეში, წარმატებული სოციალური მედიის ქონა მოითხოვს სტრატეგიას, მონაცემების ანალიზს, დიზაინსა და კომუნიკაციის სწორ მართვას.
რეალობა: პროფესიონალური შედეგი მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას და დროს. ეს ნამდვილად არ არის „უბრალო გართობა“. მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარის ჩართულობა, მათი მოლოდინების სწორედ მართვა და პასუხის ქონა კითხვაზე: “რას რატომ ვაკეთებ, რა მიზანს ემსახურება ჩემი თითოეული პოსტი და რა შედეგს ველოდები მისგან?”
სოციალური მედია არა მხოლოდ არხია, სადაც ინფორმაციას ავრცელებ, ეს არის ძლიერი ბიზნეს-ინსტრუმენტი თუ სწორად გამოიყენებ. მთავარია სტრატეგიული მიდგომა, ხარისხიანი კონტენტი და აუდიტორიის ნდობის დაგროვება.
თუ შენც გინდა ისწავლო სოც მედიის პროფესიონალურად მართვა შემოგვიერთდი კურსზე: https://academy.bluebirds.ge/soc-media-marketing/