fbpx

5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

დღეს ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშავს, რომ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ ონლაინ. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დიდი წილი უკვე კომპიუტერის ან ლეპტოპის დახმარებით ციფრულ სივრცეში ხორციელდება, იქნება ეს პროფესიული საქმიანობა, გართობა, შოპინგი, ინფორმაციის მოძიება თუ კომუნიკაცია.

ამ ცვილებებმა რა თქმა უნდა კომპანიებსაც უბიძგა ადაპტაციისკენ – წარმოეჩინათ თავისი პროდუქტი ან სერვისი ზუსტად იქ, სადაც მათი მომხმარებელი ყველაზე მეტ დროს ატარებს.

სწორედ ასე გაჩნდა ციფრული მარკეტინგი და როგორც ციფრული ლანდშაფტი აგრძელებს განვითარებას, ასევე იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებსაც ამ კომპლექსური მიმართულების საფუძვლიანი ცოდნა აქვთ.

ციფრული მარკეტერის პროფესია საკმაოდ კომპლექსურია. ის სხვადასხვა ქვე-მიმართულებას აერთიანებს და იმისათვის რომ მთლიანი სურათის დანახვა და სტრატეგიულად სწორი ნაბიჯების გადადგმა შეძლო, საჭიროა საბაზისო ცოდნა ყველა მიმართულებით მიიღო. 

მოდი ერთად განვიხილოთ, რატომ უნდა გახდე ციფრული მარკეტერი და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს სფერო. 

1. ისწავლი როგორ მიიტანო პროდუქტი ან სერვისი სწორ აუდიტორიასთან

ციფრული მარკეტერის სუპერ ძალებიდან ერთ-ერთი სწორედ ის უნარია, რომელიც საშუალებას გაძლევს პროდუქტი ან სერვისი სწორ აუდიტორიასთან მიიტანო და მას სასურველი მოქმედებისკენ უბიძგო. ამისთვის შენს განკარგულებაში სხვადასხვა ციფრული არხია, რომლის სწორად შერჩევის და მართვის შემთხვევაში სასურველი შედეგი კიდევ უფრო ნაკლები დანახარჯებით მიიღწევა. 

გარდა ამისა, შენი სარეკლამო კამპანიის შედეგები სიზუსტით გამოისახება რიცხვებში და ის მუდმივად ახლდება, რაც საშუალებას მოგცემს სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები და ცვლილებები შეიტანო კამპანიაში უკეთესი შედეგების მისაღებად. 

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბენეფიტი მისი მოქნილობაა. ციფრულ არხებში ადვილია სამიზნე აუდიტორიის დავიწროვება, რეკლამის სწორედ მათთან მიტანა და შესაბამისად არამიზნობრივი ხარჯის შემცირება. ამიტომაც, დღესდღეობით ნებისმიერი ზომის და ბიუჯეტის მქონე კომპანიას შეუძლია ონლაინ სივრცეში შესვლა და თავის წარმოჩენა. ეს კი კიდევ უფრო ზრდის ციფრული მარკეტინგის მენეჯერებზე მოთხოვნას.

2. გაუძღვები ნებისმიერი კომპანიის ციფრული მარკეტინგის მიმართულებას ან საკუთარ ბრენდს განავითარებ

ციფრულ მარკეტერებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო იზრდება კონკურენციაც. კომპანიები ეძებენ მათ, ვინც გამოირჩევა ტექნიკური უნარებით, ანალიტიკური აზროვნებით და შეუძლია სხვადასხვა ციფრული არხის სინქრონულად მართვა. ამიტომაც თუ ციფრული მარკეტინგის ყველა მიმართულებას საფუძვლიანად შეისწავლი და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებ, უკვე შეძლებ კომპანიებში გუნდებსაც გაუძღვე. 

გარდა ამისა, შეგეძლება პირადი ბრენდის განვითარებაც. საკუთარი თავის და უნარების წარმოჩენა ციფრულ არხებში დიდ გავლენას მოახდენს შენს კარიერაზე და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებზე მოგცემს წვდომას. 

შეგიძლია შენს თავს როგორც პროდუქტს ისე შეხედო და განსაზღვრო, რომელ არხებში უფრო მეტ დროს ატარებს შენი სამიზნე აუდიტორია. მოიფიქრებ რა სახის კონტენტი შექმნა, რომ მათი ყურადღება მიიქციო და ჩართულობა გაზარდო. პირადი ბრენდის განვითარებისთვის ციფრული მარკეტინგის ძირითად პრინციპებს გამოიყენებ.

3. თუ საკუთარი ბიზნესი ან სტარტაპი გაქვს შენით შეძლებ მართო ციფრული კამპანიები

მცირე ბიზნესებისთვის და სტარტაპებისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ბიუჯეტის ოპტიმალურად განაწილება, ასე რომ ხანდახან დამფუძნებლები ვერ აძლევენ თავს უფლებას კომპანიაში ციფრული მარკეტერი აიყვანონ. თუ შენ ბიზნესს უძღვები და მას ახლა სჭირდება ზრდა და თავის დამკვიდრება, მაშინ აუცილებლად უნდა შეისწავლო ციფრული მარკეტინგი.

მიღებული ცოდნით თავად შეძლებ ააწყო სარეკლამო კამპანიები, აწარმოო ბლოგი ან შექმნა საბაზისო კონტენტი, რომლითაც შენს სამიზნე აუდიტორიას დაამახსოვრებ თავს. 

ხოლო როდესაც გუნდში ციფრული მარკეტერის აყვანას შეძლებ, უკვე გეცოდინება თუ რა მოლოდინი გქონდეს მისგან. შენ თავად გეცოდინება ვინ არის შენი აუდიტორია, და როგორ შემოდის ის ინტერაქციაში. ეს კი სწორი ფიდბექის გაცემაში დაგეხმარება და შენი გუნდიც უფრო მოკლე დროში შეძლებს ადაპტაციას. 

4. შეგეძლება ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იმუშაო და უცხოურ ბაზარზეც გახვიდე

როგორც უკვე ვახსენე, ციფრული მარკეტინგი თავისი მოქნილობით გამოირჩევა. დღეს კომპანიები მარკეტერებს მხოლოდ სრულ განაკვეთზე აღარ ეძებენ, ასევე შეგხვდებათ შემოთავაზებები ფრილანსის, ფართ თაიმის, ან მოქნილი გრაფიკის შეთავაზებებით. ეს კი ციფრულ მარკეტერებს საშუალებას აძლევთ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იმუშაონ. მსგავსი მიდგომით ბევრად სწრაფად მიიღებ გამოცდილებას და ცოდნას ერთდროულად სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოცდი. დამიჯერე, განვითარებისთვის ამაზე სწრაფი გზა არ არსებობს.

თუმცა ალბათ მიხვდებოდი, რომ ამგვარი მიდგომით არა მარტო გამოცდილებას, არამედ შემოსავლებსაც საკმაოდ გაზრდი. ეს პროფესია საშუალებას გაძლევს შემოსავლის რამდენიმე წყარო გქონდეს, რაც მეტ სტაბილურობას და თავდაჯერებულობას შეგმატებს.

გაზრდილი შემოსავლების თემასთან ერთად კი აუცილებლად უნდა ვახსენო ის ახალი პერსპექტივები, რაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობამ რეალობად აქცია. შენ უკვე შეგიძლია უცხოურ კომპანიებში დასაქმდე და გლობალურ პროექტებზე იმუშაო. პანდემიამ ცხადყო, რომ სრულებით შესაძლებელია კომპანიის გუნდი მთლიანად დისტანციურად მუშაობდეს, ამიტომაც დამფუძნებლებმა პროფესიონალების ძიება მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს. თავისთავად ეს ანაზღაურების დოლარში, ევროში ან სხვა უცხოურ ვალუტაში მიღებას განაპირობებს, რაც საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე ბევრად მეტია. 

5. დაეუფლები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალშემოსავლიან პროფესიას

ციფრული მარკეტერის საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 – 3000 ლარია. თუმცა კომპანიები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ ამ პოზიციის მნიშვნელობას პროფესიონალებს ბევრად მეტს სთავაზობენ. გამოცდილების მიხედვით ციფრული მარკეტერის ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს 4000-დან 6000 ლარამდე და ზევით.

უცხოურ ბაზარზე ანაზღაურება შეიძლება 2000$-დან 5000$-მდე მერყეობდეს. ეს ძირითადად დამოკიდებულია გამოცდილებასა და სამუშაოს მოცულობაზე. ასეთი ანაზღაურება შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი გქონდეს, თუ ციფრული მარკეტინგის მხოლოდ ერთ-ერთ მიმართულებაში გახდები პროფესიონალი, მაგალითად PPC სპეციალისტი, იმეილ მარკეტინგის სპეციალისტი, SEO სპეციალისტი და ასე შემდეგ.

რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი Bluebirds Academy-ში?

ახლა შენ უკვე იცი, რატომ უნდა დაეუფლო ციფრული მარკეტინგის პროფესიას, მაგრამ ალბათ ფიქრობ  სად მიიღო ეს ცოდნა ყველაზე სტრუქტურულად, რადგან თავიდან შეიძლება საკმაოდ დამაბნეველი იყოს შენთვის ეს სფერო თავისი მრავალფეროვნების გამო. 

როდესაც კურსს ვქმნიდი, ყველა ეს ფაქტორი გავითვალისწინე. მოდი განვიხილოთ, რატომ უნდა გაიარო ციფრული მარკეტინგის კურსი Bluebirds Academy-ში. 

1. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალას

ციფრული მარკეტინგი საფუძვლიანად შესწავლისთვის აუცილებელია იმ თეორიული მასალის ათვისება, რომელიც ამ მიმართულების ძირეულ პრინციპებს მეტად ნათელს გახდის. ამიტომაც, თითოეული ლექციის განმავლობაში მოისმენ,  როგორ ფუნქციონირებს თითოეული ციფრული არხი და როგორ შექმნა სტრატეგია, რომელიც სასურველი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება. 

ციფრული მარკეტინგის სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა სიახლეს დროულად გაეცნო და უნარებიც შესაბამისად განავითარო. სწორედ ამიტომ, კურსის თეორიული მასალა მოიცავს ციფრული არხების ალგორითმების მუშაობის პრინციპებსაც, რისი გააზრებაც შენს ტექნიკურ უნარებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

მიღებულ თეორიულ მასალას, რა თქმა უნდა, პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გამოცდი. კურსის დიდი ნაწილი სწორედ ციფრული მარკეტინგის ტექნიკური მხარის შესწავლას ეთმობა. დეტალურად გაეცნობი თუ როგორ გამოიყენო სხვადასხვა ხელსაწყო, რა ლოგიკას უნდა მიყვე თითოეული მათგანის შერჩევის დროს და როგორ გააანალიზო შედეგები. მიიღებ პრაქტიკულ დავალებებს და შედეგებს ჩემთან ერთად განიხილავ.

2. კურსი სხვადასხვა დონის სირთულის მასალისგან შედგება

კურსის მასალის ათვისებას ყველა დონის მომზადების სტუდენტი შეძლებს. თითოეულ საკითხს სიღრმისეულად და გამარტივებულად გადმოვცემ, რაც კომპლექსურ პრინციპებს შენთვის ადვილად გასაგებს გახდის. 

ლექციების მსვლელობისას აქტიური დისკუსია გვექნება, სტუდენტები თავიანთ უნიკალურ ქეისებს გააზიარებენ, მე კი კითხვებს ამომწურავად ვუპასუხებ. 

3. შენ ციფრული მარკეტინგის ყველა ძირითად მიმართულებას შეისწავლი

კურსი ციფრული მარკეტინგის ისეთ მიმართულებებს აერთიანებს როგორებიცაა: 

  • სოციალური მედია და ალგორითმები
  • კონტენტ მარკეტინგი
  • Facebook და Instagram ედვერთაიზინგი
  • Google ads, 
  • ანალიტიკა, 
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO), 
  • იმეილ მარკეტინგი 
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პრაქტიკები

ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლსაც კურსის განმავლობაში გაივლი. გარდა ამისა, ისწავლი მაქსიმალური შედეგების მიღებისთვის როგორ გამოიყენო თითოეული მიმართულება ერთმანეთთან კომბინაციაში. 

მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით კი ისწავლი, როგორ მოიძიო ინფორმაცია და გაიუმჯობესო უნარები. 

4. კურსის დასრულების შემდეგ გაივლი ერთ თვიან სტაჟირებას Bluebirds Agency-ში

ხშირად ხდება, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს უჭირთ მოიძიონ რეალური პროექტები, სადაც მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ. ეს ხშირად იმედგაცრუებას იწვევს და მათი განვითარებაც აქ წყდება ხოლმე. 

სწორედ ამიტომ, კურსის დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი ერთ თვიან სტაჟირებას გაივლის. ამ დროის განმავლობაში შენ მიიღებ პრაქტიკულ დავალებებს და მუდმივ ფიდბექს. სტაჟირების დასრულების შემდეგ უკვე მზად იქნები დასაქმდე კომპანიებში ჯუნიორ პოზიციაზე. გარდა ამისა, გეცოდინება როგორ გაიღრმაო ცოდნა და სად მოიძიო ყველა საჭირო რესურსი შენი სამომავლო წარმატებისთვის. 

5. კურსის დასრულების შემდეგ ჩაერთვები Bluebirds Academy-ს მენტორშიფის პროგრამაში

ყველა კურსდამთავრებული გაწევრიანდება Bluebirds Mentorship ფბ ჯგუფში, სადაც ის მენტორშიფის პროგრამაში ჩაერთვება. ჯგუფში მიიღებ წვდომას სხვადასხვა საინფორმაციო მასალაზე, სიახლეებზე და ჩაერთვები ჩელენჯებში, რომლებზეც ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებ, შედეგად კი შენს კავშირებს გაზრდი.

ასე რომ, წინ საინტერესო 13 ლექცია გველოდება. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. შემოგვიერთდი და შეიძინე ყველაზე მოთხოვნადი უნარები ციფრულ სფეროში: https://academy.bluebirds.ge/digital-marketing/

გაზიარება:

ბოლო პოსტები