მინდა ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ, სანამ ახალი პროფესიის შესწავლის გზას ჩემთან ერთად გაუყვები.
სანამ პროფესიას შევიძენდი და გადავწყვეტდი რისი კეთება მინდოდა, ძალიან დაბნეული ვიყავი. ბიზნეს მენეჯმენტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, ჩემი იდეალური პროფესია ჯერაც არ მქონდა არჩეული.
ალბათ დამეთანხმები, რომ პროფესიის შერჩევისას ყველას გვინდა ვიპოვოთ საქმე, რომლის კეთებაც ნამდვილად გვისამოვნებს და ამავდროულად მაღალანაზღაურებადიცაა. მაგრამ ამ ბალანსის პოვნა საკმაოდ რთულია.
თავიდან გაყიდვების მიმართულებით გამოვცადე შემი შესაძლებლობები, მაგრამ მალევე მივხვდი, რაღაც სხვას ვეძებდი. სპოილერი: მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ჩემი მარკეტინგული აქტივობები როგორ გაზრდიდა გაყიდვებს და რამდენად იყო ეს ორი სფერო ერთმანეთზე გადაჯაჭვული :))
შემდეგ მარკეტინგში გადავინაცვლე და სოციალური მედია მენეჯერი გავხდი. აი, მაშინ მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი. მომწონდა, რომ შემეძლო ერთდროულად გამომეყენებინა ჩემი ტექნიკური და კრეატიული უნარები.
მალევე დავინახე, სოციალური მედია კიდევ უფრო დიდი სფეროს – ციფრული მარკეტინგის ნაწილი იყო. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი უნარები კიდევ უფრო განმევითარებინა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით გავაგრძელე განვითარება. გავდიოდი არაერთ კურსს და მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე საერთაშორისო ხარისხისთვის რომ მიმეღწია.
გულწრფელად გეტყვი, თავიდან საკმაოდ დამაბნია და შემაშინა უზომო რაოდენობის ინფორმაციამ, ის გრძნობა ალბათ ნაცნობია, როცა არ იცი საიდან დაიწყო.
ამიტომ გადავწყვიტე გამევლო კურსები, რომლებიც მეხმარებოდა ინფორმაცია უფრო დალაგებულად მიმეღო და ახალი კონტაქტები შემეძინა ჩემს სფეროში.
ვცდილობდი, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამომეყენებინა სამსახურში, მაგრამ მუდმივად ვგრძნობდი შიშს რამე არ გამეფუჭებინა. სწორედ ამ მომენტებში მეხმარებოდა ჩემი მენტორი, მპასუხობდა უამრავ კითხვაზე და მაძლევდა მოტივაციას ნაბიჯები თამამად გადამედგა.
შემდეგ იყო უამრავი საინტერესო პროექტი, სხვადასხვა გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების დაუსრულებელი პროცესი.
თუკი გადაწყვიტე, რომ შენს ცხოვრებში სიახლეების დრო დადგა. არ აქვს მნიშნველობა ახლა ირჩევ პროფესიას, თუ უკვე არსებულის შეცვლა გსურს. უბრალოდ აღარ გადადო და ახლავე შეუდექი სწავლას და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას დაეუფლე. დამიჯერე, ამ სფეროში არასოდეს მოიწყენ.
მე კი კურსზე დინამიურ და საინტერესო სწავლის პროცესს დაგახვედრებ. ჩემთვის მნიშნელოვანია, თითოეულმა სტუდენტმა რეალურად შეძლოს მიღებული ცოდნის გამოყენება, რადგან ციფრულ მარკეტინგში პრაქტიკული და სტრატეგიული უნარები ყველაზე მნიშვნელოვანია.
შეგეძლება დამისვა ნებისმიერი კითვა, მე კი ვეცდები ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდო და დავაკვირდები, რამდენად დაგეხმარება ეს შენი პრობლემის გადაჭრაში.
რაც მთავარია, საშუალება მოგეცემა სტაჟირება Bluebirds Agency-ში გაიარო და უკვე რეალურ ქეისებზე მიიღო გამოცდილება.
ამიტომ გაეცანი კურსს და თუ ჯერ კიდევ ფიქრობ რამდენად საშენო პროფესიას ირჩევ, შეგიძლია კონსულტაცია ჩემთან გაიარი და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
წარმატებები ახალი აღმოჩენების გზაზე!