fbpx

9 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო ვორდპრესი

თანამედროვე სამყარო განვითარებადი და ცვალებადია. ეს კი ჩვენგანაც მოქნილობასა და სწრაფი ადაპტაციის უნარს მოითხოვს. ციფრული პროფესიები დღითიდღე მოთხოვნადი ხდება და ახალი უნარების გამომუშავება თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება. 

  • გაიხსენე, რამდენჯერ შეუფერხებიხარ იმას, რომ საიტს დამოუკიდებლად ვერ შექმნიდი? 
  • რამდენი იდეა მოგსვლია, რომელიც თაროზე შემოდებულ, განუხორციელებელ პროექტებს შეემატა? 
  • ან რამდენჯერ გიფიქრია შენც გეცადა ახალი პროფესია? 

WordPress მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული CMS სისტემაა. ის საშუალებას გაძლევს მინიმალური ტექნიკური ცოდნით დამოუკიდებლად შექმნა ფუნქციური, სრულად გამართული ვებსაიტი და შემდეგ მუდმივ რეჟიმში განაგრძო მისი რედაქტირება. 

მოდი, ჩავუღრმავდეთ რატომ უნდა ისწავლო WordPress დეველოპმენტი? რა უპირატესობასა და სარგებელს მოგცემს? 

1. ძალიან სწრაფად ისწავლი დამოუკიდებლად საიტის შექმნას

თუ ვებ პროგრამირების სწავლა გინდა, მზად უნდა იყო რომ საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ვორდპრესი კი საკმაოდ სწრაფად, მოკლე დროში შეგიძლია შეისწავლო და მალევე დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. უფრო დიდი მიზნები თუ გაქვს, შემდეგ განაგრძობ შენს თავზე მუშაობას და თან უკვე მოქმედი პროფესია გექნება. იდეალურ შემთხვევაში კი უკვე შემოსავალიც გექნება ამ პროფესიიდან. 

2. თუ სტარტაპი ან პატარა ბიზნესი გაქვს, შენით შეძლებ შექმნა ან მართო შენი ვებსაიტი. 

ბევრი ბიზნეს იდეაა, რომლისთვისაც მხოლოდ შენი ხედვა და ვებსაიტი საკმარისია რომ მოქმედება დაიწყო. ლოგიკურია, რომ ასეთ იდეებზე თავიდანვე დიდი ხარჯი მიზანშეწონილი არაა. წარმოიდგინე, რამდენ იდეას განახორციელებდი დამოუკიდებლად და რამდენ ხარისხიან ვებსაიტს შექმნიდი?

თანამედროვე ბიზნესში საიტი მუდმივ განახლებადია, იმდენად სწრაფად ხდება ცვლილება ბაზარზე და ბიზნესის განვითარებიდან გამომდინარეც იმდენი ახალი გვერდის დამატება გჭირდება მნიშვნელოვანია გქონდეს ვორდპრესის გამოყენების უნარი, დროს რომ არ ჩამორჩე და დროულად ასახო ცვლილებები. 

3. თუ ბლოგის დაწყება გინდა

ბლოგერობას ხომ არ გეგმავ? უკვე იცი რაზე აპირებ წერას? პროფესიონალური ბლოგი, რომლის სეო ოპტიმიზაციაც გაკეთებული გექნება შენს შანსებს კიდევ უფრო ზრდის. შეგეძლება პროფესიონალური ვებგვერდი გქონდეს, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციურად ერთნაირად გამართული იქნება. ეს კი შენს მკითხველს კიდევ უფრო დიდხანს გააჩერებს საიტზე. 

4. შეგიძლია იმუშაო როგორც ფრილანსერად, ისე სრულ განაკვეთზე

კიდევ ერთი და ალბათ მთავარი ბენეფიტი ისაა, რომ შეგიძლია შენ გადაწყვიტო როგორ რეჟიმში იმუშავებ. ოფისში გიყვარს განსაზღვრულ საათებში ყოფნა? მშვენიერი, დასაქმდი რომელიმე სააგენტოში და იმუშავე. ფრილანსერობა და მოქნილი გრაფიკი გირჩევნია? მაშ, ვორდპრესთან ერთად, დროის მართვის უნარებიც განივითარე და იმუშავე საიდანაც გაგიხარდება. 

5. შეგიძლია შეათავსო სხვა პროფესიას ან სამსახურს და  დამატებითი შემოსავლის წყაროდ გქონდეს

პანდემიამ გვაჩვენა, რა მნიშვნელოვანია გქონდეს რამდენიმე შემოსავლის წყარო. ეს უნარი დაგეხმარება დაიმატო ახალი პროფესია და დამატებითი შემოსავალი, ისე რომ ხელს არ შეუშლის სხვა პროფესიას ან სამსახურს. სრულგანაკვეთიანი საქმის შემდეგაც კი შეგიძლია სულ რამდენიმე სთ დაუთმო კვირაში და ისე გქონდეს შემოსავალი. რისკებისგანაც თავისუფალი იქნები და ვის აწყენს მეტი ფინანსები ან კონტაქტი საქმიან სფეროში?!

6. შეგიძლია იმუშაო უცხოელების ბაზარზე

თუ ენა იცი, საერთაშორისო ბაზარზე ვორდპრესი საკმაოდ მოთხოვნადია. და რაც ყველაზე საინტერესოა, ბევრად მეტს იხდიან. იმ ილუზიას ნამდვილად არ შეგიქმნი, ისწავლი თუ არა უზარმაზარი შემოსავალი გექნება და მთელი მსოფლიო გაგიცნობს მეთქი :დ ამას დამატებითი პერსონალური უნარები და შენს კარიერაზე ზრუნვაც დასჭირდება. მაგრამ თუ შენი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობაა, ნამდვილად კარგი არჩევანია. 

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, შეიძლება უკვე დასაქმებული ხარ ციფრულ სფეროში. ისეთ პროფესიაში, სადაც ვორდპრესისი ცოდნა შენს ღირებულებას მეტად გაზრდის, სამუშაო პროცესს კი შეგიმსუბუქებს. 

7. თუ ციფრული მარკეტერი ხარ ვორდპრესის საფუძვლიანად სწავლა დაგეხმარება SEO-ზე მუშაობის უნარი კიდევ უფრო გააძლიერო 

თუ საძიებო სისტემებზე მუშაობა შენი გატაცებაა დამეთანხმები CMS პლატფორმის ცოდნა შენს სამუშაო პროცესს საკმაოდ წაადგება. მეტს ისწავლი, თუ როგორ მუშაობს ვებ დეველოპმენტი. კიდევ უფრო დახვეწ გუნდის წევრ დეველოპერებთან კომუნიკაციის უნარს. გეცოდინება როგორ უნდა გახადო შენი შრომა უფრო შედეგიანი. გარდა ამისა, შენ თვითონვე გააკეთებ ბლოგს SEO სპეციფიკის შესახებ, არსებულ და ახლადშეძენილ ცოდნას კი შენივე თავის წარმოსაჩენად გამოიყენებ.  

8. თუ ფრონტ ენდ დეველოპერი ხარ და გინდა დამოუკიდებლად შეგეძლოს სრული საიტის შექმნა

თუ ფრონტ ენდ დეველოპერი ხარ მაშ საიტის შექმნა ისედაც თავისუფლად შეგიძლია, მაგრამ რამდენჯერ დაგჭირვებია რომ ფუნქციური მხარის გამართვაც დამოუკიდებლად შეგძლებოდა? წარმოიდგინე კიდევ რამდენი საინტერესო პროექტის დამატებას შეძლებდი და დამოუკიდებლად ააწყობდი საიტს ნულიდან. 

9. თუ UI დიზაინერი ხარ და გინდა შენი დიზაინის რეალურად პროდუქტად ქცევა შეგეძლოს

თუ დიზაინერი ხარ და ინტერფეისების ხატვა დიდ სიამოვნებას განიჭებს, დარწმუნებული ვარ იმაზეც დაფიქრდებოდი რა კარგი იქნებოდა შენითვე, რომ შეგეძლოს პროექტის ბოლომდე მიყვანა. გარდა ამისა, მთლიანად გაიაზრებ საიტის შექმნის პროცესს და გუნდში მუშაობა ბევრად კომფორტული გახდება. თან რომ ნახავ ელემენტორის გამოყენებით რამდენი საინტერესო სოლუშენის პოვნა შეგიძლია დამიჯერე ნამდვილად შეგიყვარდება.
 

და რატომ უნდა ისწავლო ვორდპრესი Bluebirds Academy-ში? 


1. ისწავლი  და პრაქტიკაში გამოიყენებ თეორიულ მასალას ყველაზე თანამედროვე ედიტორის ელემენტორის მეშვეობით. 

ინტერნეტისგან განსხვავებით, სადაც ვორდპრესის ძრავზე საიტის შექმნის უამრავ გზას და კიდევ უფრო მეტ პლაგინს გთავაზობენ, კურსზე თანამედროვე ტენდეციების შესაბამისი ინფორმაცია დაგხვდება. ეს ცოდნა კი ლექტორის მრავალწლიან გამოცდილებას და უამრავ განხორციელებულ პროექტს ეყრდნობა. 

ისწავლი როგორ შექმნა მარტივად, მსუბუქი, დახვეწილი და თანამედროვე ვებსაიტი. 

2. შეძლებ საიტის შექმნას იდეიდან გაშვებამდე და გეცოდინება როგორ მართო შემდეგ. 

მიღებული ცოდნა არ იქნება ცალკეული. არ ისწავლი მხოლოდ ხელსაწყოს დონეზე გამოყენებას. გაეცნობი როგორ უნდა იმუშაო დამკვეთთან, რა ტიპის დოკუმენდაცია დაგჭირდება მასთან ურთიერთობისას და რა კითხვები უნდა დაუსვა შეთანხმებისას სამომავლოდ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად. ეს ყველაფერი ცდება დეველოპერის საქმიანობას, მაგრამ დამიჯერე ძალიან დაგჭირდება. შენც საქმეს კი ბევრად მარტივს და ორგანიზებულს გახდის. 

3. გაეცნობი ყველა must have პლაგინს და მეთოდს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სამუშაოდ 

პლაგინები. აბა სცადე და დასერჩე რამდენ აუცილებელ პლაგინს გადააწყდები. იცი რომ არამიზნობრივად გამოყენებული პლაგინები საიტის სიჩქარეს საკმაოდ ანელებს? ვორდპრესზე მუშაობისას ერთ-ერთი გამოწვევა სწორად ესაა, შექმნა საიტი რომელიც სწრაფად ჩაიტვირთება და მსუბუქად იმუშავებს. 

კურსის განმავლობაში ყველა აუცილებელ პლაგინს გაეცნობი. ზოგს დეტალურად გატესტავ, ზოგზე კი მოკლე აღწერას მიიღებ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად რომ გაუმკლავდე. 

ჰო, ეს ნამდვილად აუცილებელი თვისებაა. უნდა შეგეძლოს არესერჩო თუ რა გჭირდება ახალ და განსხვავებულ ამოცანაზე სამუშაოდ. როცა უკვე იცი რას მიაქციო ყურადღება ეს პროცესი მარტივდება. 

4. გეცოდინება რა გაითვალისწინო, როგორც დეველოპერმა სეოზე სამუშაოდ და მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობისას

პლაგინებიდან რამდენიმე სწორად რომ მარკეტინგული მიზნებისთისაა. თითოეული საიტის დასრულების შემდეგ შეიძლება მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო კოლაბორაცია მოგიწიოს. შენთვის უკვე ცხადი იქნება მათი საჭიროებები და დამატებითი ძალისხმევის გარეშე შეძლებ მის გამართვას. 

5. კურსის დასრულების შემდეგ გაივლი 1 თვიან სტაჟირებას და ჩაერთვები მენტორშიფის პროგრამაში

ყველაზე საინტერესო. გარდა იმისა, რომ კურსი პრაქტიკული დავალებებითაა დატვირთული, რეალური გამოცდილება ცოდნას მეტად ხელშესახებს ხდის. სწორედ ამიტომ, თითოეული კურსდამთავრებული სტაჟირებას Bluebirds Agency-ში გაივლის. შემდეგ კი ჩაემატები ფბ ჯგუფში Bluebirds Mentorship, სადაც უამრავი გამოწვევა და რეალური აქტივობა დაგხვდება. ეს დაგეხმარება სწავლის და განვითარების უწყვეტ პროცესში ჩაერთო, გაიცნო სხვა სპეციალისტები და გაზარდო შენი კონტაქტები. 

თუ მზად ხარ ჩაერთო პროცესში, შემოგვიერთდი და განივითარე ციფრული სუპერძალები.  რეგისტრაციისთვის მიყევი ლინკს: https://academy.bluebirds.ge/wordpress-development/

გაზიარება:

ბოლო პოსტები