
მიზეზი 1.
გინდა, რომ ეფექტური ვიზუალები შექმნა სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის. ფბ, ინსტა, ლინკდინი. გრძნობ რომ ბევრმა ისწავლა დიზაინი, მაგრამ ყველა პოსტი ერთმანეთს დაემსგავსა. შენ კი გინდა შექმნა განსხვავებული, შემოქმედებითი ვიზუალები. მეტი ვიდრე, უბრალოდ გაყიდვის ხელსაწყო.
გარდა ამისა, ხვდები ყველა სოციალურ ქსელს თავისი ხასიათი და ინდივუალიზმი აქვს. შენთვის კი საინტერესო ამოცანაა, ბრენდი განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინო სხვადასხვა სივრცეში. თან, ისე რომ მისი ვიზუალური იდენტობა წარმოაჩინო.
მიზეზი 2.
ბრენდზე გინდა მუშაობა. გინდა შექმნა იდენტობა, რომელიც ორგანიზაციის ხასიათს, კულტურას, ღირებულებებს წარმოაჩენს.
თან იმ ადამიანებს გამოხატავს ვინც მის უკან დგას და არც მომხმარებელი გავიწყებდა. შენი შექმნილი ბრენდი ახლოს იქნება იმ ადამიანებთან, ვისთვისაც განკუთვნილია პროდუქტი თუ სერვისი. ემოციურ კავშირს დაამყარებ ბრენდსა და მომხმარებლებს შორის.
მიზეზი 3.
შენივე ბრენდი გინდა გქონდეს. და გინდა შენი თავი არა მხოლოდ პროდუქტულად, ბრენდის ვიზუალურ ნაწილშიც გამოხატო.
გინდა შენი თავის რეალიზება მოახდინო და ეს უსიტყვოდ, ვიზუალურად აღქმადი იყოს მნახველისთვის და თან შენი პროდუქტის გაყიდვებსაც ზრდიდეს.
მიზეზი 4.
კორპორატიული ტიპი ხარ. ზედმეტი ემოციები სულაც არაა შენი და წინა მიზეზები სასაცილოდ გეჩვენება.
არანაირი გრძნობები, შენ გაყიდვები გჭირდება. გჭირდება შექმნა ვიზუალები, რომელიც მკაცრი, კორპორატიული ბიზნესური მაინდსეთის იქნება და შემოსავლის ზრდაზე იქნება ორიენტირებული. შენი შექმნილი თითოეული ვიზუალი მნახველს ყიდვისკენ მოუწოდებს. შენ კი ისეთი დიზაინერი იქნები, ვისაც ზუსტად ესმის მომხმარებლის, მაგრამ დიზაინის შექმნის მიზანი იცი რომ გაყიდვების ზრდაა. სხვა შემთხვევაში ხატონ ხელოვანებმა. ეს შენს ზონას ცდება.
მიზეზი 5.
ან პირიქით. შემოქმედებითი ადამიანი ხარ. კორპორატიული ოფისები გაფრთხობს, დრესკოდი კი ტყვეობასთან ასოცირდება.
შენი მიზანია ჩარჩოებს გარეთ იაზროვნო, არ უყურებ სამყაროს ისე, როგორც სხვები. შენი დანახული დეტალები ვიზუალურად გამოსახება და ემოციას ქმნის. ემოციას რომელიც მომხმარებელს ბრენდთან აკავშირებს და აყვარებს. დიახ, სწორადაც რომ ხელოვანი ხარ და ქმნი ხელოვნების ნიმუშებს, რომელსაც ყველა ამჩნევს.
მიზეზი 6.
სოციალური თემები გაწუხებს. ზოგადსაკაცობრიო ან ყოველდღიურ თემებზე ბევრს ფიქრობ და გინდა შენი სათქმელი ვიზუალურად გადმოსცე. გინდა ისეთი პოსტერები შექმნა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვებს და კიდევ უფრო დიდ აუდიტორიასთან შეძლებ შენი იდეოლოგიის მიწვდენას.
ერთ დღეს ძალადობაზე და ბულიგზე შეიძლება ცხარობდე, მეორე დღეს სუპერმარკეტში უამრავ ცელოფნის პარკში მოთავსებულმა პროდუქტებმა შეიძლება დაგაფიქროს. იმიტომ რომ იცი ოკეანეში თუ მოხვდება წყალქვეშა სამყაროს რამხელა საფრთხეს უქმნის. მოკლედ, ვიზუალური კომუნიკაცია შენთვის ძლიერ იარაღად იქცევა და არა მხოლოდ შენს, ბევრი სხვა ადამიანის სათქმელსაც იტყვი.
მიზეზი 7.
ფერები, ფონტები, ფორმები, ელემენტები… ყველაფერი სათითაოდ არსებობს შენს გონებაში და ჰარმონიულად ლაგდება. ვიზუალური იერარქიის ძიება გახალისებს, გინდა ტექსტები კიდევ უფრო მარტივად წაკითხვადი გახადო. გინდა მომხმარებელს შენმა გადაწყვეტილებებმა მიუთითოს, რა წაიკითხოს პირველი და რა იფიქროს როცა დიზაინს უყურებს.
მიზეზი 8.
სუპერმარკეტში შოპინგისას რამდენჯერ დაუძახია შენთვის ლამაზად შეფუთულ პროდუქტს? შეფუთვის დიზაინს დიდ ყურადღებას აქცევ და გინდა ისეთი დიზაინი შექმნა, მომხმარებელს ყიდვას რომ გადააწყვეტინებს? წარმოიდგინე რამხელა ძალაუფლება და პასუხისმგებლობაა, შექმნა ვიზუალი, რომელიც ადამიანის გადაწყვეტილებას განსაზღვრავს?
მიზეზი 9.
წიგნები გიყვარს. ოცნებობ წიგნების მაღაზიებში შესულს შენი ყდის დიზაინები გხვდებოდეს. წარმოიდგინე შენი საყვარელი ავვტორის ყდაზე შენი ნახატი როგორ იწონებს თავს. დიზაინერი და ილუსტრატორი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ თუ ხატვაც კარგად გამოგდის, კიდევ დამატებითი უპირატესობა შეიძლება გქონდეს სხვა დიზიანერებთან შედარებით.
მიზეზი 10.
გინდა შენს გარშემო შენი შექმნილი დიზაინები ცხოვრობდნენ. გინდა რომ მონიტორებზე, ბანერებზე, ბუკლეტებზე ყველგან იყოს რაღაც რაც შენ შექმენი. მეტროში ლოდინისას ხალხი შენს შექმნილ ბანერებს აშტერდებოდეს. დიდ მონიტორებზე ქუჩაში შენი ლოგო იწონებდეს თავს. ფილმის ლოდინისას, კინოში შენი შექმნილი დიზაინები გამოჩნდეს. ავტობუსზეც კი შენი გაკეთებული დიზაინი იყოს. ან საერთოდ იმდენად მაგარი დიზაინერი იყო, შენი ოცნების ქვეყნის მთავარ მოედანზე შეგხვდეს შენი დიზაინი.
აქედან 1 მაინც თუ დაემთხვა დარეგისტრირდი დღესვე: https://academy.bluebirds.ge/graphic-design/
ზუსტად ასეთი მიზნები უნდა გქონდეს, ამბიციური უნდა იყო და ეცადო საუკეთესო გახდე. ეპოქაში როცა ყველა ციფრულ პროფესიას სწავლობს, შენ უნდა ისწავლო და უამრავი იმუშაო საკუთარ თავზე. მუდმივ თვითგანვითარების პროცესში ჩაერთო და პატარა ნაბიჯებით მიხვიდე შენს მიზნამდე.
მაინც რატომ უნდა ისწავლო დიზაინი?
- მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიო ბაზარზე და მისი საჭიროება კიდევ უფრო იზრდება.
- შეგიძლია დრო შენით მართო. იმუშაო სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. ან სულაც ფრილანსერი გახდე და თავად დაგეგმო პროცესი.
- შეძლებ სხვა პროფესიას წარმატებით შეუთავსო.
- შეძლებ იმუშაო საერთაშორისო ბაზარზე და ანაზღაურებაც შესაბამისი გქონდეს.
- უამრავ განსხვავებულ სფეროსთან გექნება შეხება და შენი საქმე არასოდეს გახდება მოსაწყენი.
და რატომ უნდა ისწავლო ჩემგან? და თან Bluebirds Academy-ში?
- დიზაინში 10 წელზე მეტია რაც ვარ. და წლებთან ერთად სხვა პროფესიებიც წარმატებით დავიმატე. გაგიზიარებ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას და აღმოჩენებს.
- დიზაინთან ერთად მოგიყვები ფრილანსერობაზე ან დიზაინერის სხვადასხვა როლში მუშაობაზე. გეტყვი რა უნდა გაითვალისწინო დიზაინერის კარიერის დაგეგმვისას.
- გასწავლი როგორ შექმნა ხარისხიანი პორტფოლიო და როგორ იმუშაო შენი თავის, როგორც დიზაინერის პოზიციონირებაზე.
- კურსის განმავლობაში უამრავ დიზაინს და საინტერესო ფინალურ პროექტს შექმნი.
- კურსის შემდეგ 1 თვიან სტაჟირებას გაივლი Bluebirds Agency-ში.
- შემდეგ კი მენტორშიფის პროგრამაში ჩაერთვები. ჩაემატები ფბ ჯგუფში “Bluebirds Mentorship” სადაც უამრავი რესურსი და ბრიფი დაგხვდება. და განაგრძობ თვითგანვითარებაზე მუშაობას.
თუ დიზაინის სწავლას გეგმავ, საუკეთესო დროა დაიწყო. დარეგისტრირდი დღესვე და განივითარე ციფრული სუპერძალები: https://academy.bluebirds.ge/graphic-design/