კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც სოციალური მედიის არხების მართვისთვისაა საჭირო.
კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ტექსტური და ვიზუალური კონტენტის შექმნას და რეკლამირებას. გეცოდინება ძირითადი სოც მედია არხების შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიები და შეძლებ დაგეგმო და აღასრულო წარმატებული კამპანიები.
კურსის მნიშვნელოვანი კომპონენტია ხელოვნური ინტელექტი და მისი პრაქტიკული გამოყენება. ყოველ ლექციაზე ისწავლი სხვადასხვა მიდგომის გამოყენებას საუკეთესო შედეგების მისაღებად.
AI-ის გამოიყენებ სოც. მედია სტრატეგიის შესაქმნელად, შედეგების ანალიტიკისთვის, ტექსტების დასაწერად, ვიზუალური კონტენტის გენერირებისთვის და სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის.
ანის და ნინის მარკეტინგსა და დიზაინში 5 წლიანი გამოცდილება აქვთ. ამ დროის განმავლობაში იმუშავეს არაერთ ქართულ თუ საერთაშორისო პროექტზე და სირღმისეული გამოცდილება აქვთ პროდუქტის განვითარებასა და პოზიციონირებაში იდეის, ვიზუალის, დეველოპმენტის და მარკეტინგის სრული ციკლის გავლით.
კურსის განმავლობაში ისინი დაგეხმარებიან სოც მედია კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და აღსრულებაში. გასწავლიან როგორ შეიმუშავო შენს ბრენდზე მორგებული Tone of Voice და შექმნა შედეგზე ორიენტირებული ვიზუალური კონტენტი.
გარდა ამისა, გაგიზიარებენ AI საუკეთესო პრაქტიკებს წარმატებული კონტენტის შესაქმნელად და კამპანიების შედეგების ანალიზისთვის.
დაინტერესდი კურსით?
დარეგისტრირდი
რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით და განვიხილავთ კურსის დეტალებს
Your data is completely secure with us. We don't share with anyone.