მცირე ბიზნესში პირველ რიგში რესურსების პრობლემაა, ილუზიაა რომ საწყის ეტაპზე მცირე ბიზნესს ჰქონდეს მარკეტინგის გუნდის ბიუჯეტი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეეძლოს სწორი კომუნიკაციის წარმოება და ფოკუსი ბრენდად განვითარებაზე ჰქონდეს.
ამ დროს, ძალიან რთული მაგრამ აუცილებელია ან მფლობელმა განივითაროს მარკეტინგული უნარები, ან იპოვოს ადამიანი ვინც ისეთ მარკეტინგულ პრობლემებს მოუგვარებს, როგორიცაა ვიზუალური ბრენდინგი, გამართული ტექსტური კომუნიკაცია, მომხმარებელზე მორგებული სარეკლამო კამპანიები.
გარდა ამისა, მჭიდრო კომუნიკაცია ექნება მასთან და დაეხმარება პროდუქტისა თუ სერვისის შეფუთვაში, აუდიტორიის განსაზღვრაში, კონკურენტების ანალიზში.

მიუხედავად იმისა, ეყოლება თუ არა მცირე ბიზნესს მარკეტერი, მნიშვნელოვანია საკუთარ ბრენდში კარგად ერკვეოდეს და ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში გარკვეული კომპეტენცია ჰქონდეს. თუ მცირე ბიზნესი გაქვს და შენ თვითონ არ იცი რა მიზანი გაქვს, რისი მიღწევა გინდა და როგორ არის ეს შესაძლებელი სოც. მედია მარკეტერი ვერ დაგიგეგმავს სათანადო კამპანიებს, ვერც საჭირო შედეგზე გავა და მუდმივად გექნება მოლოდინების გამართლებასთან ჭიდილი.
ასე, რომ თუ მცირე ბიზნესი გაქვს და სოც. მედია მარკეტინგი შენი გამოწვევაა ჩვენს კურსზე შეგიძლია ისწავლო როგორ შექმნა ტექსტური და ვიზუალური კონტენტი, გააკეთო რეკლამა. დასრულების შემდეგ კი გეცოდინება ძირითადი სოც. მედია არხების შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიები და შეძლებ დაგეგმო და აღასრულო წარმატებული კამპანიები.
კურსის მნიშვნელოვანი კომპონენტია ხელოვნური ინტელექტი და მისი პრაქტიკული გამოყენება. ყოველ ლექციაზე ისწავლი სხვადასხვა მიდგომის გამოყენებას საუკეთესო შედეგების მისაღებად. რაც დაგეხმარება დაზოგო დრო, შეინარჩუნო ხარისხი და სისტემის აწყობის შემდეგ მთავარი ფოკუსი ბიზნესის განვითარებაზე გქონდეს.
რეგისტრაციის გავლას ან დეტალური სილაბუსის ნახვას ლინკზე შეძლებ: https://academy.bluebirds.ge/soc-media-marketing/
ასევე, თუ ბიზნესს მართავ ან პროდუქტის განვითარებაზე მუშაობ მნიშვნელოვანია იცოდე ის სტრატეგიები, რაც მის პოზიციონირებასა და ზრდაში დაგეხმარება. სტრატეგიული მარკეტინგის კურსზე გამოიმუშავებ სტრატეგიული აზროვნების უნარს და თან ისწავლი სტრატეგიების აღსრულების საუკეთესო პრაქტიკებს.
ასე რომ, თუ გინდა ბრენდის განვითარებაზე იმუშაო, იცოდე როგორ პოზიციონირდე, გქონდეს ზრდაზე მიმართული მიზნები და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებდე მიყევი ლინკს: https://academy.bluebirds.ge/strategic-marketing/