fbpx

პროფესიული გზამკვლევი: როგორ გახდე წარმატებული სოც მედია მარკეტერი? 

სოციალური მედია არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ბიზნესისა და კარიერის ერთ-ერთი მთავარი არხია. კარგი მარკეტერი არა მხოლოდ კონტენტს ქმნის, ადგენს სტრატეგიას, აკეტებს ანალიტიკას და აშენებს ბრენდს.

თუ გსურს ამ სფეროში გამორჩეული იყო, ეს სტატია შენი პროფესიული გზამკვლევია, როგორ დაიწყო სწავლის პროცესი და გახდე წარმატებული სოც მედია მარკეტერი.  

1. დარწმუნდი, რომ შენი შესაფერისი პროფესიაა

    სანამ თავით გადაეშვები პროცესში კარგად გაიაზრე, რამდენად შეგეფერება ეს პროფესია და როგორ გამოიყენებ პრაქტიკაში.  გაიარე კურსები, იკითხე წიგნები, გაწევრიანდი ქომუნითებში, მოუსმინე პოდკასტებს, უყურე ვიდეოებს… ეცადე რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მიიღო სფეროს შესახებ. 

    2. აიღე ერთი წელი სწავლისთვის

    ნუ შეიქმნი მოლოდინს, რომ ორთვიანი კურსი გეყოფა ან ერთი კლიენტი საკმარისი იქნება, რომ თავს მარკეტერი დაუძახო. ყოველდღიურად დაუთმე დრო სწავლას, სოც მედია ყველაზე დინამიური სფეროა და წინ უამრავი სიახლე გელოდება. ამიტომ სწავლა მუდმივად მოგიწევს. 

    დასაწყისისთვის ჩაეწერე პროფესიონალების კურსებზე, აიღე უდემის, სქილშეარის ან სხვა ონლაინ კურსები. ეცადე მხოლოდ ერთ პერსპექტივას არ დაჯერდე და რაც შეიძლება სიღრმეებში ჩახვიდე. 

    3. იმუშავე საკუთარ თავზე

    კურსების დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტო თვითგანვითარება. კითხვის და სხვა რესურსების გამოყენების გარდა, ეცადე სხვა საჭირო უნარები განვითარო. სოც მედია მარკეტერისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს კომუნიკაცია, საკუთარი თავის წარდგენა, მოლაპარაკება, პრეზენტაცია, დროის მართვა და ა.შ

    აუცილებლად აკეთე წარმატებული კამპანიების მუდმივი ანალიზი, ჯერ ეცადე გაიაზრო რა რატომ გააკეთეს, შემდეგ ეტაპზე კი იფიქრე შენ როგორ გააკეთებდი. ეს მეთოდი დაგიხვეწს პრობლემის გადაჭრის უნარს.  

    4. შექმენი რუტინა, რომელსაც მიყვები

    სწავლის პროცესის გასამარტივებლად შექმენი რუტინა, რომელსაც მიყვები. ასე დროის მართვაც გაგიადვილდება და დისციპლინაც კიდევ უფრო გაგიძლიერდება. გაანაწილე დრო როდის ესწრები/ისმენ ლექციებს, როდის მეცადინეობ და თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებ, როდის კითხულობ ან უსმენ პოდკასტებს. 

    5. იმუშავე ნეთვორქინგზე 

    მხოლოდ კარგი ცოდნა არასოდეს არის საკმარისი, საჭიროა იცნობდე სწორ ხალხს.
    სოც მედია სფეროში უამრავი პროფესიონალია, რომლებისგანაც შეგიძლია ისწავლო, იპოვო კოლაბორაციის შანსები ან თუნდაც პირველი დამკვეთები.

    გაწევრიანდი Facebook/LinkedIn ჯგუფებში, დაესწარი ღონისძიებებს და კონფერენციებს, იპოვე მენტორები. ნუ შეგეშინდება პირველმა შენ დაიწყო კომუნიკაცია. ზოგჯერ ერთი სწორი კომუნიკაცია შეიძლება კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.

    6. დასვი კითხვები

    პასუხი რომც იცოდე, დასვი კითხვები და ეცადე პროფესიონალი სპეციალისტების აზრი მოისმინო, ასე სხვადასხვა პერსპექტივის გაგებას შეძლებ და ხედვას გაიფართოებ. 

      კითხვების დასმა დაგეხმარება:

      • უკეთ გაიგო სფეროს ტენდენციები და ცვლილებები
      • აღმოაჩინო ახალი სტრატეგიები და მიდგომები
      • დაინახო შეცდომები, რომლებიც სხვამ უკვე დაუშვა
      • უფრო სწრაფად გაიგო რა მუშაობს პრაქტიკაში და რა არა

      ნუ შეგეშინდება „სულელური“ კითხვის, ხშირად სწორედ ასეთ კითხვებზე მოდის ყველაზე ღირებული პასუხი.

      7. გახდი კონკურენტული 

        დღეს ძალიან ბევრი მარკეტერია, მათ შორის დამწყები სოც მედიის მარკეტერები.  სფერო სწრაფად იზრდება და კონკურენციაც მაღალია. თუ გინდა წარმატებული იყო, ნუ დაჯერდები მინიმუმს. ეცადე სწრაფად გამოხვიდე დამწყების როლიდან და არასოდეს შეწყვიტო თვითგანვითარება.

        მუდმივად უნდა ფიქრობდე რას აკეთებენ სხვები და როგორ შეგიძლია შენ უკეთესად გააკეთო. ამაში დაგეხმარება:

        • განუწყვეტელი სწავლა: ახალი პლატფორმები, ფუნქციები და ტრენდები ყოველდღიურად ჩნდება.
        • ორგანიზებული პროცესები: დააორგანიზე რას როგორ აკეთებ და ააწყვე კლიენტთან თუ პროექტზე მუშაობის სისტემა, ეს შენც გაგიმარტივებს პროცესს და კლიენტისთვისაც უფრო ცხადი იქნება როგორ იმუშავებთ. 
        • კრეატიულობის და ანალიტიკის ბალანსი: იმუშავე კრეატიული ხედვით უნარის გაუმჯობესებაზე და დაუმეგობრდი ციფრებს, ორივე საქმეში კომფორტულად ყოფნა წარმატების ნახევარია
        • ისწავლე საკუთარი თავის წარმოჩენა: იყავი თავდაჯერებული, თუმცა ეს თავდაჯერება ცოდნას უნდა ემყარებოდეს, მუდმივად აანალიზე სად ხარ და სად მიდიხარ, შემდეგ კი აქტიურად გამოჩნდი ლინკიდნის, პირადი ბრენდის, პორტფოლიოს გამოყენებით. 

        კონკურენცია არ უნდა გაშინებდეს პირიქით, ის ყველაზე დიდი მოტივატორია, რომ მუდმივად განვითარდე და შენი უნარები მაღალ დონეზე აიყვანო.

        8. შექმენი ბრენდი საკუთარი თავისგან

          მიღებული ცოდნა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გამოიყენე. შექმენი საკუთარი სტილი და იყავი თანმიმდევრული. დასახე პოზიციონირების გეგმა, დაფიქრდი რა სფეროს გვერდების მართვა გინდა და იმის მიხევდით შეარჩიე პლატფორმა: თუ ბ2ბ პროექტები უფრო გიზიდავს ლინკდინზე ჯობს აქტიურობა, თუ ესთეტიკა და მოდა ინსტაგრამზე და ა.შ. 

          ​​პირადი ბრენდი მუდმივ, აქტიურ პროცესს მოითხოვს: საკუთარი თავის წარმოჩენა, კონტენტის შექმნა, შედეგების გაზიარება და ნეთვორქინგი. ძლიერი ბრენდი არა მხოლოდ გამორჩეულს გაგხდის კონკურენციაში, არამედ შენს პროფესიულ ზრდას დაბუსთავს.

          9. დაიწყე მუშაობა

            აუცილებელი არაა 1 წლის გასვლას დაელოდო მუშაობის დასაწყებად, შეიძლება სწავლის პარალელურად დაიწყო სტაჟირება ან დამწყებ როლში მუშაობა. რეალური პროექტები უფრო სწრაფად გაგზრდის და კარგ გუნდში მუშაობითაც უამრავს ისწავლი. თუმცა კარგად ჩამოყალიბდი რა გარემოში გინდა მუშაობა სრულ განაკვეთიანი სამსახური გირჩევნია ოფისში თუ დისტანციურად რამდენიმე პროექტზე მუშაობა. 

            დღეს დამწყებისთვის დასაქმება საკმაოდ რთულია, ამიტომ ადვილად არ დანებდე.

            გაინტერესებს კონკრეტულად რა უნდა ისწავლო სოც მედია მარკეტერი რომ იყოს? 

            1. სხვადასხვა სოციალური ქსელის მართვა და მისი ალგორითმები: Facebook, Instagram, Linkedin, TikTok და ბევრი სხვა
            2. სოც მედია სტრატეგიის გამზადება: როგორ დაპოზიციონირდეს კომპანია, რა ტიპის კონტენტი ჰქონდეს, ვინაა მისი მომხმარებელი და ა.შ.
            3. ტექსტური და ვიზუალური კონტენტის შექმნა: უნდა იცოდე, როგორ წერო სხვადასხვა სოც ქსელის შესაბამისად და როგორი დიზაინი ან ვიდეო გაამზადო. ამაში ქოფირაითერი და დიზაინერიც დაგეხმარებიან, თუმცა მინიმალურ დონეზე თავადაც რომ შეგეძლოს გამზადება კარგი იქნება. 
            4. როგორ აკეთო ანალიტიკა: გაზომო შედეგები და გაანალიზო რამ იმუშავა კარგად და სად გჭირდება გაუმჯობესება
            5. ხელოვნური ინტელექტი: როგორ გამოიყენო AI და ავტომატიზაციები დროის დასაზოგად და შედეგის გასაუმჯობესებლად. 

            ამ ყველაფერს Bluebird Academy-ის კურსზე ისწავლი. შენი ნაბიჯები სოც მედია მარკეტერის როლისკენ კი დღესვე შეგიძლია დაიწყო, ამისთვის მიყევი ბმულს და დარეგისტრირდი კურსზე: https://academy.bluebirds.ge/soc-media-marketing/

            გაზიარება:

            ბოლო პოსტები