fbpx

მთავარი

/

ავთანდილ მარკოზაშვილი

ლექტორი:

ავთანდილ მარკოზაშვილი

გამარჯობა

მე ავთანდილი ვარ, ვებ დეველოპერი, მთავარი მიმართულება კი WordPress დეველოპერობაა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ყველა პროექტს ენთუზიაზმით ვუდგები. ხშირად მეხუმრებიან მეგობრები ვორდპრესის კომბლე ხარ, საიტებს ქმნი და ჰოსტზე აწყობო :დ მე კი ვფიქრობ, ზუსტად იმას ვაკეთებ რაც სიამოვნებას მანიჭებს და თან არ ვწყვეტ განვითარებას, რომ კიდევ მეტი ვიცოდე და ხარისხი ყოველდღიურად უმჯობესდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად რომ თანმიმდევრულობა და უწყვეტი განვითარებაა, თუ ციფრულ პროფესიაში გინდა წარმატებული და რეალიზებული იყო. 

ჩემ ამბავს მოგიყვებით, 90-იანებში გავიზარდე და ამ დროში დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული ღირებულებები იყო, იმ მენტალიტეტით ვიზრდებოდით რომ რა პროფესიასაც აირჩევდი ის უნდა გეკეთებინა მთელი ცხოვრება და ცვლილებები შიშს იწვევდა. ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მაინც სხვა მიმართულებით წავედი. 

27 წლის ასაკში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. მანამდე ვთვლიდი, რომ უკვე დიდი ვიყავი და პროფესიის შეცვლა შეიძლება გვიანიც ყოფილიყო, მაგრამ  მივხვდი აუცილებელი იყო ჩემი თავი მეცადა იმ სფეროში, რაც მაინტერესებდა. და ახლა, როცა ვხედავ როგორ დგამენ ამ ნაბიჯს ადამიანები ძალიან მახარებს, საკუთარი თავის ძიება დაუსრულებელი პროცესია და როცა მუშაობისას სიამოვნებას იღებ, იცი იქ ხარ სადაც თავს კარგად გრძნობ სხვანაირად გაბედნიერებს. 

ციფრულ სამყაროში მოგზაურობა ვებ დეველოპმენტის სწავლით დავიწყე, სწავლის პროცესში დიზაინითაც დავინტერესდი. და მალევე დავიწყე ფრილანს პროექტებზე მუშაობა. თავიდან ცოტა მეშინოდა, მაგრამ ყველა წარმატებული პროექტი თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას მიზრდიდა, წარუმატებლობა კი ძალიან სწრაფად მზრდიდა და უფრო ნათლად ვხედავდი რა მხრივ განვითარებულიყავი. 

ვორდპრესი პირველად პირადი მიზნებით გავარჩიე, მარიამთან ერთად ვმუშაობდი პროექტზე და გადავწყვითეთ საიტი მთლიანად ჩვენი ძალებით აგვეწყო. მანამდე უამრავი სტერეოტიპი მსმენოდა cms სისტემებზე და ძალიან ზედაპირულად ვუყურებდი, თუმცა რაც უფრო მეტი ვცადე და გავიგე, მივხვდი რამდენი შესაძლებლობბა ჰქონდა და როგორ ამარტივებდა პროცესებს. ამიტომ გადავწყვიტე ყველა თანამედროვე ტენდენციას გავცნობოდი და სიახლეებისთვის მუდმივად მედევნებინა თვალი. მალევე მივხვდი რომ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 

პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ვორდპრესზე აწყობილი საიტების ღირებულებითი ნაწილი და მოთხოვნაც. კურსზე ფიქრიც ამიტომ დავიწყე. მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს თავისი იდეების რეალობად ქცევა, თავისივე ხელით შექმნან და მართონ ციფრული პროცესები. გარდა ამისა, ნამდვილად არის სფერო, რომლის სწავლაც ადვილად შეიძლება და მალევე შეგიძლია დასაქმდე. შემდეგ კი თვითონ გადაწყვეტ მიყვე ამ მიმართულებით მუშაობას, თუ რომელიმე სხვა ტექნოლოგიის ცოდნა განივითარო. 

ვორდპრესის შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს, არაერთ ედიტორს, პლაგინს ან თიმფლეითს გადააწყდები, ყველაზე რთული სწორი მიმართულების პოვნა და ინფორმაციის ორგანიზებაა, სწორედ ამიტომ კურსის განმავლობაში დაგეხმარები:

  • გაერკვე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი cms სისტემის მუშაობის პროცესში
  • გამოვიყენებთ ყველაზე პოპულარულ ბილდერს – ელემენტორს
  • გავეცნობით ყველაზე გამოყენებად და პრაქტიკულ პლაგინებს
  • ვისაუბრებთ რა განსხვავებაა თემებსა და კიტებს შორის და როგორ შევარჩიოთ ისინი
  • მოგიყვებით მთლიანი პროცესის მართვის შესახებ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხარისხზე მუშაობისას.

     

მიხარია რომ მეტი გაიგე ჩემს შესახებ, თუ ვორდპრესის შესწავლა გსურს გელოდები ჩემს კურსზე, წინ საინტერესო მოგზაურობა გველოდება.

გამომყევი:

ციფრული მარკეტერი

ჩემი კურსები:

გაგვიცანი უფრო ახლოს:

დიზაინის და მარკეტინგის ექსპერტი

მარიამ მერაბიშვილი

ვებ დეველოპმენტის ექსპერტი

ელენე მოძღვრიშვილი