მარკეტინგის სწავლას თუ გეგმავ, ნამდვილად გექნება დილემა როგორ დაიწყო სწავლა, ან კონკრეტულად რისი სწავლა გჭირდება. იმდენად ბევრი მიმართულება არსებობს შეიძლება პროფესიებს შორის განსხვავებაც ბუნდოვანი იყოს შენთვის.
ამ სტატიაში მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებ ამომწურავ პასუხებს:
რატომ უნდა ისწავლო და რა არის მარკეტინგი?
მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, თითოეულ ბიზნესსა თუ პროდუქტს სწორი პოზიციონირება და შეფუთვა სჭირდება.
მნიშვნელოვანია გაიგო რა სჭირდება შენს მომხმარებელს, სწორად მიაწოდო ეს ღირებულებები, შემდეგ კი გაზომო რა შედეგი მოიტანა შენმა აქტივობებმა.

დამოუკიდებლად შეგიძლია სწავლა თუ კურსი გჭირდება?
დღეს ნებისმიერი პროფესიის დაუფლება დამოუკიდებლად შეგიძლია.
რამდენი კურსიც არ უნდა გქონდეს გავლილი, საკუთარ თავზე მუშაობა ახალი პროფესიის შეძენის კრიტიკული ნაწილია. და ეს პროცესი არასოდეს სრულდება, წარმატების მისაღწევად მუდმივი სიახლეების და ცვლილებების პულსს უნდა გრძნობდე.
თუმცა თუ პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ, პროფესიონალ ლექტორსა და კარგად აგებულ კურსს დიდი მნიშვნელობა აქვს რომ სწორი საფუძველი შეიქმნა და შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძო თვითგანვითარება.
რას მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?
კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც სოციალური მედიის არხების მართვისთვისაა საჭირო. კურსის განმავლობაში ისწავლი:
- როგორ მართო სოციალური ქსელები
- როგორ წერო ეფექტური ტექსტები
- როგორ გააკეთო დიზაინი სოციალური მედიისთვის
- როგორ დაგეგმო ვიდეო გადაღება და შექმნა სოც მედიისთვის საჭირო ვიდეო სცენარები
- ისწავლი რეკლამირებისს საფუძვლებს და როგორ შეარჩიო სწორი აუდიტორია
- აქტიურად გამოიყენებ AI Tool-ებს და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეძლებ სოც. მედია სტრატეგიის შექმნას, შედეგების ანალიტიკას, ტექსტების დაწერას, ვიზუალური კონტენტის გენერირებას და სხვა მარკეტინგული მიზნების განხორციელებას.
ასე რომ თუ გინდა სოციალური გვერდების მართვა, კონტენტის შექმნა და რეკლამირება ისწავლო სოც მედიის კურსით უნდა დაიწყო სწავლა: https://academy.bluebirds.ge/soc-media-marketing/
რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი?
სოციალური მედია მარკეტინგისგან განსხვავებით ციფრული მარკეტინგის კურსზე უფრო Advanced დონეზე ისწავლი Meta Advertising-ის ყველა ხელსაწყოსა და შედეგების ანალიტიკას.
გარდა ამისა, სიღრმისეულად ისწავლი Google Ads-ით რეკლამებირებას და SEO ოპტიმიზაციას – გეცოდინება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის საუკეთესო ტექნიკები.
კურსი ტექნიკურია და ყველა იმ უნარის გამომუშავებაში დაგეხმარება, რაც ციფრულ მარკეტერს სჭირდება წარმატებული კარიერისთვის. ინტერაქციული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ლექციების დახმარებით კი შეგეძლება შექმნა ციფრული მარკეტინგის სტრატეგია და გამოიყენო უმთავრესი ხელსაწყოები და ტექნიკები.
დეტალური სილაბუსის სანახავად ან რეგისტრაციისთვის მიყევი ბმულს: https://academy.bluebirds.ge/digital-marketing/
რას ისწავლი სტრატეგიული მარკეტინგის კურსზე?
სტრატეგიული მარკეტინგის კურსი ფოკუსირებულია სტრატეგიული აზროვნების განვითარებასა და გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკებზე.
ამიტომ თითოეულ ლექციაზე ბიზნესის ზრდაზე მიმართულ სტრატეგიებს ისწავლი და დასრულების შემდეგ გეცოდინება:
- როგორ დაასინქრონო მარკეტინგი ბიზნესის მიზნებთან
- ბაზრის და კონკურენტების კვლევის ეფექტური მიდგომები
- ბრენდის პოზიციონირება და მომხმარებელის ანალიზი
- როგორ მიიღო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
- შედეგების ანალიტიკის ედვანსდ მიდგომები
- როგორ ააჩქარო პროცესები ავტომატიზაციისა და AI გამოყენებით.
ამ და ბევრ სხვა თემაზე სიღრმისეულ ცოდნას მიიღეებს და ისწავლი როგორ გამოიყენო პრაქტიკაში: https://academy.bluebirds.ge/strategic-marketing/
რას აკეთებ კურსის შემდეგ?
რომელი კურსის გავლაც არ უნდა გადაწყვიტო, მნიშვნელოვანია დასრულების შემდეგ განაგრძო კარიერაზე ზრუნვა, რაც რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- მუდმივად გაეცანი სიახლეებს და არ შეწყვიტო პროფესიული განვითარება
- შექმენი პორტფოლიო და ისეთი ქეისები, რომელიც შენი ცოდნის გამოხატვაში დაგეხმარება.
- დაიწყე პატარა ფრილანს პროექტებით, რეალურ პროექტებზე მუშაობა დაგეხმარება თავდაჯერებულობა გამოიმუშაო და ცოდნა გაამყარო. თუ გიჭირს რეალური პროექტის მოძებნა შენი ციფრული სტარტაპი წამოიწყე და დააპრაქტიკე მიღებული ცოდნა.
- შექმენი პირადი ბრენდი. უამრავი დამწყები სპეციალისტია ბაზარზე და მნიშვნელოვანია საკუთარი უპირატესობების გამოხატვა შეგეძლოს.
- განაგრძე ნეთვორქინგი, გაიცანი შენი სფეროს ხალხი და დაესწარი პროფესიულ ივენთებს. ახალ ცოდნასაც მიიღებ და პროფესიულ კავშირებსაც გაიფართოებ.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობ რომელი კურსი გჭირდება, მიყევი ბმულს და აღმოაჩინე საშენო კურსი: https://academy.bluebirds.ge/courses