ციფრული მარკეტინგის ამ კომპლექსურ კურსში შენ ციფრული სამყაროს დინამიურ ტრენდებს გაეცნობი და იმ აუცილებელ უნარებს შეიძენ, რომლებიც ამ სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.
თუ ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს და გინდა შენს პროფესიად აქციო, ან საკუთარ ბიზნესს ფლობ და გსურს ის ფართო აუდიტორიას გააცნო, გაზარდო გაყიდვები დანახარჯის შემცირების პარალელურად, მაშინ კურსი ამ მიზნების განხორციელებაში დაგეხმარება
კურსის დამთავრების შემდეგ შენ არა მარტო სიღრმისეულად გეცოდინება ციფრული მარკეტინგის მთავარი კონცეფციები, არამედ მათ პრაქტიკულად განხორციელებასაც შეძლებ.
ინტერაქციული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ლექციების დახმარებით კი შეგეძლება შექმნა ციფრული მარკეტინგის სტრატეგია და გამოიყენო უმთავრესი ხელსაწყოები და ტექნიკები.
ელენე მოძღვრიშვილი Meta, Google Ads, Linkedin-ის სერტიფიცირებული მარკეტერია
ის არაერთ ადგილობრივ თუ გლობალურ პროექტში მართავდა ციფრული მარკეტინგის გუნდებს. მისი მრავალმხრივი გამოცდილება კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ინდუსტრიაში მუშაობას ეყრდნობა: უძრავი ქონება, ელ. კომერცია, ფინანსები, ტექ ინდუსტრია, დეკორი და დიზაინი...
მისი სპეციალიზაცია მოიცავს: Growth Strategies & Data Driven Decisions, Product Marketing, SEO, Advertising: Meta, Google Ads, LinkedIn
ელენეს Meta-ს 6 სერტიფიცირება აქვს, ამიტომ სალექციო პროცესში არა მხოლოდ სიღრმისეულ ცოდნასა და მიგნებებს გაგიზიარებს, იმასაც მოგიყვება როგორ მოემზადო Meta-ს საერთაშორისო გამოცდებისთვის.
დაინტერესდი კურსით?
დარეგისტრირდი
რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით და განვიხილავთ კურსის დეტალებს
Your data is completely secure with us. We don't share with anyone.