სანამ ჩემზე მოგიყვები, გეტყვი რატომ გადავწყვიტე აკადემიის ნაწილი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, დახმარების გარეშე ყველას შეუძლია სწავლა და განვითარება, მაგრამ ამ ზღვა მასალაში რთულია მიხვდე რითი დაიწყო, როგორ განვითარდე. პლუს ახალი პროფესიის სწავლას შფოთვა და ღელვა ყოველთვის ახლავს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გყავდეს ადამიანი, ვინც:
კარიერას რომ ვიწყებდი 12 წლის წინ, არცერთ დიზაინერს არ ვიცნობდი რჩევა ან აზრი რომ მეკითხა და ამდენი ინფორმაციაც არ იყო ხელმისაწვდომი. ინგლისურიც კი არ ვიცოდი იმდენად, რომ ინგლისური რესურსებიდან კარგად გამეგო რას მირჩევნდნენ :დ დამოუკიდებლადაც მშვენივრად შევძელი სუპერპროფესიონალი გავმხდარიყავი. უკვე 5-წლიანი გამოცდილება მქონდა კურსების გავლა რომ დავიწყე ციფრული მიმართულებებით. ახალი ცოდნის მიღებაზე მეტად, ლექტორების გამოცდილების მოსმენა და ნეთვორქინგი მამოტივირებდა., მინდოდა, ბევრი სხვა სპეციალისტი გამეცნო. დღეს ჩემი სამეგობროს უმრავლესობა ჩემს სფეროშია.
ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ჩემი ჰობი და ცხოვრების წესია. თავიდან დიზაინით დავიწყე, შემდეგ მარკეტინგის მიმართულებით განვვითარდი. ჩემს თავზე მუშაობას არ ვწყვეტდი და თან დინებას მივყვებოდი, კარგი გაგებით. მეც ვერ მივხვდი, როგორ გადავინაცვლე მარკეტინგის კონსულტანტის და სტრატეგის პოზიციაზე. შემდეგ კი საბოლოოდ გადავედი მენეჯმენტში. მანამდე იყო ფრილანსერობა.
ფრილანსერობა ძალიან დიდი ხანი მინდოდა, ვოცნებობდი დიდი ზურგჩანთა და პატარა ლეპტოპი მქონოდა, მემოგზაურა და ისე მემუშავა. რეალურად ფრილანსერობაზე გადასვლა არცისე ფერადი ამბავია, როგორც წარმოვიდგენთ ხოლმე. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და ყველა სირთულეს შევეჯახე პროდუქტიულობისა და პროკრასტინაციის ნაწილშიც. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მნიშვნელობა აქვს დისციპლინასა და თვითმენეჯმენტს იმისთვის, რომ ჰარმონიაში იყო საკუთარ კარიერასთან და საკუთარ თავთან.
ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა work-life ბალანსის დაცვაა, რაც ჩემნაირი ადამიანისთვის საკმაოდ რთული ამბავია :დ ვერც კი ვიხსენებ როდის გავხდი ასეთი ვორქაჰოლიკი :დ თუმცა, ფრილანსერობამ საბოლოოდ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია იზრუნო საკუთარ თავზე, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით და გამოიმუშავო ჩვევები, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
საბოლოოდ კი მივედი იქამდე, რომ შემეწყვიტა სხვებისთვის მუშაობა და საკუთარი ბიზნესი დამეწყო. ბიზნესისთვის დაახლოებით სამი წელი ვემზადებოდი, მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი იმაში, რასაც ვაკეთებ და ციფრული სააგენტო bluebirds.ge გამოვზარდე ამ პერიოდის განმავლობაში.
სწორედ სააგენტოს ჩაშვების შემდეგ მივხვდი, რომ საბოლოოდ შემეძლო ამეხდინა ოცნება და ამეშენებინა სწავლების ის სისტემა, რომელიც დამწყებებისთვის იდეალური სტარტი, ხოლო არსებული სპეციალისტისთვის საუკეთესო ტრანსფორმაცია იქნებოდა. დღევანდელ სამყაროში არაა საკმარისი იყო კარგი სპეციალისტი, მნიშვნელოვანია როგორ ფიქრობ შენს თავზე, როგორც სპეციალისტზე. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა და მუდმივი თვითგანვითარება.
აკადემიაში მაქვს საშუალება გავაზიარო ჩემი გამოცდილება, კურსდამთავრებულებს კი მივცე შესაძლებლობა, სააგენტოში გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
ბოლოს გეტყვი, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად ისწავლი. თუ გინდა რომელიმე პროფესია ისწავლო, არ გადადო, დაიწყე და ბევრი იმუშავე შენს თავზე. მაგრამ თუ მიმართულება გჭირდება და მზად ხარ ერთად ჩავდოთ დიდი ენერგია შენს განვითარებში, შემოგვიერთდი:
წარმატებები ამ მოგზაურობაში! მიხარია, რომ უფრო ახლოს გამიცანი <3