კარგად ორგანიზებული, სტრუქტურირებული მარკეტინგული გუნდის მნიშვნელობა დღეს უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე.
მაგრამ როგორი უნდა იყოს იდეალური მარკეტინგის გუნდის სტრუქტურა?
მარკეტინგის პასუხისმგებლობები და ფუნქციები მუდმივად იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, რა როლებია საჭირო გუნდის შექმნისას, რათა დაფარო ყველა მიმართულება და უზრუნველყო ბრენდის სტრატეგიული განვითარება.
გაეცანი ბლუბერდსის დამფუძნებლის და სტრატეგიული მარკეტინგის კურსის ლექტორის მარიამ მერაბიშვილის ხედვას, როგორია მარკეტინგის როლი ორგანიზაციაში და როგორ უნდა ააწყო შენი გუნდი, მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მისაღებად.

რა არის მარკეტინგის დეპარტამენტის როლი?
დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვით: რას აკეთებს მარკეტინგის გუნდი სინამდვილეში? კონკრეტული ამოცანები კომპანიიდან კომპანიამდე განსხვავდება: ერთი ორგანიზაციისთვის მარკეტინგის როლი შეიძლება სრულიად სხვა იყოს, ვიდრე მეორე სფეროს მოთამაშისთვის.
მარკეტინგის დეპარტამენტის მთავარი როლია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და აუდიტორიასთან კავშირის შექმნა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მარკეტინგის გუნდი ქმნის კომპანიის „სახეს“, იმიჯს, რომელიც მომხმარებელზე პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის იზიდავს პოტენციურ მომხმარებელს, აცნობს კომპანიას, პროდუქტებსა და სერვისებს. გეგმავს, ქმნის და ორგანიზებას უწევს იმ მასალებს, რომლებიც ბრენდს წარმოადგენს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მარკეტინგის გუნდი არის ხიდი ბრენდსა და მომხმარებელს შორის.
იმის გამო, რომ მისი პასუხისმგებლობა ფართო და რთულია, მარკეტინგის დეპარტამენტის ფუნქციებიც მრავალფეროვანია და ხშირად მოითხოვს სპეციალიზებულ პროფესიონალებს.
ამიტომ, სანამ გადაწყვეტ რომელი როლები გჭირდება და რა ტიპის სტრუქტურა უნდა ჰქონდეს შენს მარკეტინგის გუნდს, ჯერ უნდა განსაზღვრო, რა კონკრეტული ფუნქციების შესრულებაა აუცილებელი შენი კომპანიისთვის.
მარკეტინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
თანამედროვე მარკეტინგის გუნდის ფუნქცია სცდება ტრადიციულ რეკლამირებას, მისი მიზანია სტრატეგიულად მართოს ბრენდის აღქმა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია აუდიტორიასთან და უზრუნველყოს თანმიმდევრული გამოცდილება ყველა პლატფორმაზე.
მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი ფუნქციები, რომლებიც ძლიერ მარკეტინგის დეპარტამენტს სჭირდება:
1. ბრენდის განსაზღვრა და მართვა
ზოგიერთ კომპანიაში ბრენდის განვითარებაზე ცალკე დეპარტამენტი მუშაობს, თუმცა მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მარკეტინგის ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ბრენდის იდენტობა თანმიმდევრულად გაიშალოს ყველა არხში.
2. მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება
მარკეტინგის გუნდის მთავარი როლია დაგეგმოს ბრენდის ზრდის მიმართულება.
სტრატეგია მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს: ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი; მიზნობრივი სეგმენტების განსაზღვრა და პოზიციონირება; უნიკალური შეთავაზების (Value Proposition) ჩამოყალიბება; მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა; არხების შერჩევა და კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა; ბიუჯეტირება და რესურსების განაწილება; შედეგების შეფასება და ოპტიმიზაცია
ეს პროცესი ეფუძნება მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას (data-driven strategy) და მოითხოვს როგორც ანალიტიკურ, ისე შემოქმედებით ხედვას.
3. კამპანიების დაგეგმვა და მართვა
სტრატეგიის განხორციელება ხდება კონკრეტული კამპანიების მეშვეობით. გუნდი ადგენს მიზნებს, განსაზღვრავს არხებს, ამზადებს მესიჯებს და უზრუნველყოფს შედეგების მონიტორინგს KPI-ების მიხედვით.
4. ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზი
საუკეთესო მარკეტინგული გუნდები სრულად იცნობენ საკუთარ აუდიტორიას. ისინი იკვლევენ დემოგრაფიულ მახასიათებლებს, ქცევებს, მოტივაციას და აკვირდებიან კონკურენტების მოქმედებებს.
ეს მოიცავს სეგმენტაციას, Buyer Personas, Customer Journey Mapping-სა და კონკურენტების მუდმივ ანალიზს.
5. კონტენტის წარმოება და კომუნიკაცია
მარკეტინგის გუნდი ქმნის ყველა იმ მასალას, რაც საჭიროა არხების გასააქტიურებლად: სოციალური მედია, იმეილ კამპანიები, ბლოგები, ბეჭდური თუ ციფრული რეკლამა და სხვა.
6. ციფრული მარკეტინგი და ზრდა (Digital & Growth Marketing)
გუნდის მიზანია როგორც ორგანული, ისე ფასიანი არხებით (SEO, Google Ads, Meta Ads, TikTok Ads და სხვა) ტრაფიკის მოზიდვა და კონვერსიების ზრდა.
Performance მარკეტინგის გუნდი ტესტავს, ოპტიმიზაციას უკეთებს და ამოწმებს ROI-ს, რათა ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად დაიხარჯოს.
7. CRM და მომხმარებელთა შენარჩუნება
მომხმარებლის მოზიდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მარკეტინგის გუნდი აგრძელებს ურთიერთობას CRM სისტემების, იმეილების, ლოიალობის პროგრამებისა და რეთენშენის სტრატეგიების მეშვეობით.
გუნდი ზრუნავს მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტ გაუმჯობესებაზე.
8. შედეგების მონიტორინგი და ანალიტიკა
მარკეტინგული საქმიანობა შეუძლებელია მუდმივი ანალიზის გარეშე.
გუნდი ადგენს KPI-ებს, იყენებს ანალიტიკის ინსტრუმენტებს, აფასებს კამპანიების შედეგებს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ოპტიმიზაციას უკეთებს მომავალ სტრატეგიებს.
9. მარკეტინგის ავტომატიზაცია და AI ინსტრუმენტები
თანამედროვე გუნდები იყენებენ ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტს პროცესების გასამარტივებლად, დროის დასაზოგად, კონტენტის შესაქმნელად და მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.
ეს მოიცავს ინსტრუმენტებს, როგორიცაა Make, Zapier, HubSpot, ChatGPT და სხვა AI პლატფორმები.
10. სოციალური მედიის მართვა
სოციალური მედია დღეს ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო არხია.
გუნდი მართავს არხებს, ქმნის საკომუნიკაციო სტრატეგიას, აკვირდება ჩართულობას, პასუხობს მომხმარებელს და იცავს ბრენდის რეპუტაციას.
11. Product Marketing და Go-To-Market სტრატეგია
ტექნოლოგიურ და სტარტაპ ეკოსისტემებში მარკეტინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული პროდუქტის პოზიციონირებასთან.
გუნდი ამზადებს პროდუქტის საკომუნიკაციო მესიჯებს, განსაზღვრავს ბაზარზე გასვლის (GTM) სტრატეგიას და უზრუნველყოფს წარმატებულ გაშვებას.
12. შიდა კომუნიკაცია და თანამშრომელთა ჩართულობა
მარკეტინგის დეპარტამენტი არა მხოლოდ მომხმარებელთან, არამედ თანამშრომლებთანაც ახორციელებს კომუნიკაციას, უზრუნველყოფს, რომ გუნდი ინფორმირებული იყოს კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებზე.
13. მედიასთან ურთიერთობები და ღონისძიებები
როდესაც თქვენი ბრენდი მედიაში ჩნდება მარკეტინგის გუნდი მართავს ამ პროცესს: ამზადებს განცხადებებს და კოორდინაციას უწევს მედია წარმომადგენლებს.
როდესაც კომპანია ატარებს ღონისძიებებს, სემინარებს ან ვებინარებს, სწორედ მარკეტინგის გუნდი იღებს პასუხისმგებლობას მათ ორგანიზებაზე, პრომოუშენზე და მონაწილეთა ჩართულობაზე.
14. გარე პარტნიორების მართვა
განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მნიშვნელოვანია გარე თანამშრომლებთან კოორდინაცია: სააგენტოები, ინფლუენსერები ან ფრილანსერები უნდა მუშაობდნენ ბრენდის ღირებულებებთან შესაბამისობაში.
15. ინოვაცია და ტენდენციების კვლევა
საუკეთესო მარკეტინგის გუნდები მუდმივად აკვირდებიან ახალ ტექნოლოგიებს, მომხმარებლის ქცევის ცვლილებებსა და ბაზრის ტენდენციებს რათა დარჩნენ მოქნილები და შეძლონ სწრაფი ადაპტაცია.

მარკეტინგის დეპარტამენტის როლების განსაზღვრა
როდესაც უკეთ გესმის, როგორია თანამედროვე მარკეტინგის გუნდის ფუნქციები, შეგიძლია ბევრად უფრო ზუსტად განსაზღვრო ის როლები, რომლებიც შენი გუნდის შესაქმნელად გჭირდება.
რა თქმა უნდა, გუნდის ზომა და პოზიციების მრავალფეროვნება მთლიანად დამოკიდებულია კომპანიის მასშტაბზე.
დიდი, გლობალური ბრენდების მარკეტინგული სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება პატარა კომპანიებისგან.

პატარა ორგანიზაციებში თანამშრომლები ხშირად ასრულებენ მრავალფუნქციურ როლებს. მაგალითად, ერთი ადამიანი შეიძლება ერთდროულად მართავდეს სოციალურ მედიას, წერდეს ტექსტებს და ხელმძღვანელობდეს კამპანიებს. ასეთ შემთხვევებში კომპანიები ხშირად ეყრდნობიან გარე პარტნიორებს, სააგენტოებსა და ფრილანსერებს, სპეციალიზებული ამოცანების შესასრულებლად.
მეორეს მხრივ, დიდ ორგანიზაციებში მარკეტინგის დეპარტამენტი შედგება მრავალი სპეციალისტისგან, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობენ: ბრენდინგი, სტრატეგია, ციფრული რეკლამა, დიზაინი, ანალიტიკა და ა.შ. თუმცა, ასეთ გუნდებსაც აქვთ გამოწვევები, რის გამოც მათაც სჭირდებათ გარე სააგენტოებისა და ფრილანსერების მხარდაჭერა.

ამ სტატიაში განხილული სტრუქტურა მოიცავს ყველაზე ფართო მოდელს, ანუ იმ ტიპის მარკეტინგულ გუნდს, რომელიც დამახასიათებელია დიდი ორგანიზაციებისთვის და მოიცავს ყველა იმ როლს, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს მარკეტინგის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
რადგან მარკეტინგზე გვაქვს ფოკუსი განხილული სტრუქტურა მოიცავს ბრენდის გუნდსაც. თუმცა, რამდენადაც მარკეტინგია მოქცეული CMO-ს ფარგლებში, ანალოგიურად ბრენდინგზე მუშაობა CBO (Chief Brand Officer)-ის გუნდშია გაერთიანებული. ჩვენთვის იდეალურ მოდელში ბრენდინგის გუნდი და მარკეტინგის გუნდი ერთად მუშაობენ საერთო მიზნისთვის, პირველს ბრენდად მშენებლობაზე აქვს სრული ფოკუსი, მეორეს კი Growth მარკეტინგზე: Performance Marketing-ისა და Data Driven Decision-ების საშუალებით.

ეს სტრუქტურა აერთიანებს ბრენდის სტრატეგიულ აზროვნებას, შედეგებზე დაფუძნებულ მარკეტინგს და შემოქმედებით ძალას ერთიან ორგანიზმად, სადაც:
- Brand & Strategy → განსაზღვრავს მიმართულებას
- Performance Marketing → ამუშავებს ზრდის სისტემას
- Creative → აძლევს იდეას ფორმას და ემოციას
მარკეტინგის მენეჯმენტის და სტრატეგიის გუნდი
მარკეტინგის მენეჯმენტის გუნდი ხელმძღვანელობს კომპანიის საერთო სტრატეგიას: ქმნის ხედვას, ადგენს მიმართულებას და უზრუნველყოფს, რომ ყველა დეპარტამენტი მუშაობდეს ერთიან მიზანზე: ბრენდის ზრდასა და პოზიტიურ აღქმაზე.
ეს გუნდი იკვლევს ბაზარს, აანალიზებს მომხმარებლის ქცევას, ადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს და მათ საფუძველზე განსაზღვრავს ბრენდის მომავალ განვითარებას.
მათი ამოცანაა სტრატეგიული ხედვის შენარჩუნება, პროცესების კოორდინაცია და შესრულების კონტროლი.
სტრუქტურა:
- CMO (Chief Marketing Officer) – ხელმძღვანელობს მთელ მარკეტინგულ დეპარტამენტს, განსაზღვრავს საერთო სტრატეგიას და უზრუნველყოფს ბრენდის, პერფორმანსისა და კრეატივის სინერგიას. წარმოადგენს დეპარტამენტს აღმასრულებელ დონეზე.
- Brand & Strategy Director – პასუხისმგებელია ბრენდის პოზიციონირებაზე, სტრატეგიულ განვითარებაზე და ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაზე.
- Brand Manager – ზრუნავს ბრენდის იმიჯზე, ტონალობაზე და კომუნიკაციის თანმიმდევრულობაზე ყველა არხში.
- Marketing Strategist – განსაზღვრავს მიზნობრივ სეგმენტებს, ღირებულების შეთავაზებასა და მარკეტინგულ მიმართულებებს.
- Partnership Manager – ქმნის და მართავს გარე პარტნიორობებს.
- Data & Analytics Specialist – აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
- PR & Communications Manager – უზრუნველყოფს გარე და შიდა კომუნიკაციების თანხვედრას ბრენდის სტრატეგიასთან.
- CX / Innovation Strategist – ზრუნავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვაზე.
- Brand Manager – ზრუნავს ბრენდის იმიჯზე, ტონალობაზე და კომუნიკაციის თანმიმდევრულობაზე ყველა არხში.
Performance Marketing გუნდი
Performance Marketing გუნდი პასუხისმგებელია შედეგებზე დაფუძნებულ მარკეტინგზე. გუნდი აერთიანებს როგორც ციფრულ, ისე ზრდის მიმართულებებს და მუშაობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებით.
სტრუქტურა:
- Performance Marketing Director – კოორდინირებს ყველა ციფრულ არხს, უზრუნველყოფს შედეგების გაზომვას და ოპტიმიზაციას. პასუხისმგებელია CMO-სთან.
- Digital Marketing Manager – მართავს ფასიან და ორგანულ ციფრულ არხებს.
- Growth Marketing Manager – ახორციელებს ექსპერიმენტებს, ტესტირებებს და ზრდის მექანიზმებს.
- Social Media Manager – ქმნის სტრატეგიას სოციალური არხებისთვის და მართავს კომუნიკაციას.
- Advertiser / Media Buyer – მართავს ფასიან კამპანიებს (Google, Meta, TikTok, LinkedIn).
- SEO Specialist – ზრდის ორგანულ ტრაფიკს და აუმჯობესებს საძიებო პოზიციებს.
- CRM & Email Marketing Specialist – ამზადებს ავტომატიზებულ კამპანიებს მომხმარებლის შენარჩუნებისთვის.
- AI & Automation Specialist – ამარტივებს პროცესებს და აინტეგრირებს AI ინსტრუმენტებს.
- Marketing Project Manager – კოორდინაციას უწევს კამპანიებს, ვადებსა და გუნდურ თანამშრომლობას.
- Digital Marketing Manager – მართავს ფასიან და ორგანულ ციფრულ არხებს.
კრეატიული გუნდი
კრეატიული დეპარტამენტი პასუხისმგებელია ბრენდის ვიზუალურ, ტექსტურ და ემოციურ მხარეზე. ის ქმნის ისტორიებს, რომლებსაც ბრენდი საზოგადოებას უზიარებს.
მათი მიზანია იდეის გარდაქმნა შთამბეჭდავ ვიზუალურ და სიტყვიერ ფორმატად.
სტრუქტურა:
- Creative Director – ხელმძღვანელობს შემოქმედებით ხედვას და უზრუნველყოფს ბრენდის ვიზუალური თანმიმდევრულობას. პასუხისმგებელია CMO-სთან.
- Head of Content – მართავს კონტენტის სტრატეგიასა და თემატურ მიმართულებებს.
- Art Director – უზრუნველყოფს დიზაინის სტილსა და ვიზუალურ იდენტობას.
- Designers – ამზადებენ გრაფიკულ, UI/UX და Motion მასალებს.
- Copywriters – ქმნიან ტექსტებს კამპანიებისთვის, ბლოგებისთვის და სარეკლამო არხებისთვის.
- Videographer / Editor – ამზადებს ვიდეომასალას სოციალური, სარეკლამო და ბრენდის მიზნებისთვის. ხშირად ამას მთლიანად შემოქმედებითი გუნდი აკეთებს. ან გარე სააგენტო ეხმარება.
- Creative Producer – მართავს შემოქმედებით პროცესებსა და რესურსებს.
- Head of Content – მართავს კონტენტის სტრატეგიასა და თემატურ მიმართულებებს.
დამხმარე გუნდი
Supported by:
- Developers / Tech Specialists
- Market Research Specialists
- Marketing Agency Partners
- Freelancers
სტრუქტურის მსგავსად ფორმირება ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს: ორგანიზებული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგის ეკოსისტემა. თუმცა ეს სტრუქტურა არ არის უნივერსალური ყველა კომპანიისთვის, საჭიროებებზე დაყრდნობით ხდება მისი ოპტიმიზაცია და მორგება საუკეთესო შედეგების მისაღებად.
მარკეტინგული გუნდის სტრუქტურის შაბლონები
როდესაც უკვე გესმის, რა როლებსა და ფუნქციებს მოიცავს მარკეტინგის დეპარტამენტი, დროა იპოვო შენთვის შესაბამისი სტრუქტურა. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, იდეალური მოდელი ყოველთვის დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, მიზნებსა და კულტურაზე.
დღეს გავრცელებულია სამი ძირითადი სტრუქტურული მიდგომა:
1. ფუნქციური სტრუქტურა (Functional Structure)
ამ მოდელში გუნდი ორგანიზებულია ძირითადი მიმართულებების მიხედვით. მაგალითად: სტრატეგია, კონტენტი, ციფრული რეკლამა, დიზაინი და პიარი.
თითოეული წევრი სპეციალიზებულია საკუთარ სფეროში და პასუხისმგებელია კონკრეტულ ფუნქციაზე.
ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, სადაც საჭიროა სტაბილური პროცესები და მკაფიო როლები.
მთავარი სარგებელი: პროფესიონალიზმის გაღრმავება და სამუშაოს ოპტიმიზაცია.
მთავარი გამოწვევა: გუნდებს შორის კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაზიარება

2. პროდუქტზე დაფუძნებული სტრუქტურა (Product-Based Structure)
ეს მოდელი განსაკუთრებით შეეფერება დიდ კომპანიებს, რომლებსაც რამდენიმე პროდუქტი ან სერვისი აქვთ.
თითოეული პროდუქტის ირგვლივ იქმნება ცალკე მარკეტინგული გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიაზე, რეკლამასა და შედეგებზე.
ასეთი სტრუქტურა იძლევა მოქნილობას, თითოეულ პროდუქტზე ფოკუსს და უკეთეს ანალიტიკას, თუმცა მოითხოვს მეტ რესურსსა და შიდა კოორდინაციას.

3. არხებზე დაფუძნებული სტრუქტურა (Channel-Based Structure)
ციფრულ ეპოქაში ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია.
გუნდი დაყოფილია არხების მიხედვით სოციალური მედია, იმეილი, SEO, რეკლამა, ღონისძიებები და ა.შ.
თითოეული გუნდი პასუხისმგებელია თავისი არხის ოპტიმიზაციასა და შედეგებზე.
მთავარი უპირატესობაა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და კონკრეტული KPI-ების კონტროლი, თუმცა საჭიროებს ძლიერ კოორდინაციას საერთო სტრატეგიასთან.

4. გეოგრაფიულად დაფუძნებული სტრუქტურა (Geographic Structure)
ეს მოდელი გამოიყენება გლობალური ბრენდების შემთხვევაში, როცა კომპანია ოპერირებს სხვადასხვა რეგიონში და საჭიროა მარკეტინგის ადაპტაცია ადგილობრივ კულტურასთან.
თითოეული რეგიონი (მაგ., ევროპა, აზია, ამერიკა) ფლობს საკუთარ მარკეტინგულ გუნდს, რომელიც მუშაობს საერთო გლობალურ სტრატეგიაზე მორგებულად.
დადებითი: კულტურული სიზუსტე, ადგილობრივი ბაზრის უკეთ გაგება.
ნაკლოვანება: გლობალური თანმიმდევრულობის შენარჩუნების სირთულე.
ამ მიდგომის აქტუალურობა იზრდება საქართველოშიც, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომლებიც რეგიონულ გაფართოებას ან საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავენ (მაგალითად, SaaS და Tech სექტორებში)

დასკვნა
მარკეტინგის გუნდის სტრუქტურის შერჩევა არ არის მხოლოდ ორგანიზაციული გადაწყვეტილება, ეს არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ბრენდის ეფექტურობასა და ზრდის პოტენციალს.
მთავარია, რომ არჩეული სტრუქტურა შეესაბამებოდეს კომპანიის მიზნებს, რესურსებსა და კულტურას, რადგან საბოლოოდ კარგად აწყობილი გუნდი არის ის, რაც გარდაქმნის იდეებს შედეგებად.
თუ გინდა რომ შენც შეგეძლოს მარკეტინგის გუნდის ფორმირება და მართვა დარეგისტრირდი სტრატეგიული მარკეტინგის კურსზე: https://academy.bluebirds.ge/strategic-marketing/
შენს კომპანიაში მარკეტინგის მენეჯმენტისთვის კი დაჯავშნე კონსულტაცია: academy@bluebirds.ge