ხარისხიანად შექმნილი ვებსაიტი არა მხოლოდ იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, არამედ ხელს უწყობს გაყიდვების ზრდასა და ზოგავს დროს. WordPress Development-ის კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მსოფლიოში პოპულარული CMS სისტემის, WordPress-ის ბაზაზე ვებსაიტების შექმნა და მართვა.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს: დამოუკიდებლად შექმნას ვებსაიტები ვორდპრესის ბაზაზე, იმუშავებს ყველაზე პოპულარული ედიტორის Elementor-ის გამოყენებით, შეძლებს ძირითადი პლაგინების დაინსტალირებასა და გამართვას, გააკეთებს SEO ოპტიმიზაციას
კურსი სრულიად პრაქტიკულია და მიღებული ცოდნის გამოყენებას მალევე შეძლებ. გარდა ამისა, ლექტორი გაგიზიარებს პრაქტიკულ ინფორმაციას საიტის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და დაგეხმარება გამოიმუშაო საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, რასაც განსხვავებული შინაარსის მქონე საიტებზე მუშაობისას აქტიურად გამოიყენებ.
ავთანდილ მარკოზაშვილი 8 წელზე მეტია ვორდპრესს დეველოპერია და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და ითვისებდა ყველა სიახლეს.
ავთო აქტიურად მუშაობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კურსის განმავლობაში კი მის მრავალფეროვან გამოცდილებას გაგიზიარებს და გასწავლის როგორ გამოიყენო ვორდპრესის შესაძლებლობები ეფექტურად.
ვორდპრესის შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს, არაერთ ედიტორს, პლაგინს ან თიმფლეითს გადააწყდები, ყველაზე რთული სწორი მიმართულების პოვნა და ინფორმაციის ორგანიზებაა, სწორედ ამიტომ კურსის განმავლობაში ავთანდილი დაგეხმარება ისწავლო როგორ შექმნა ხარისხიანი პროდუქტი.
დაინტერესდი კურსით?
დარეგისტრირდი
რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით და განვიხილავთ კურსის დეტალებს
Your data is completely secure with us. We don't share with anyone.